ლუის ენრიკე: აი, ამით გამაოცა კვარაცხელიამ

AutoSharing Option
"სენტ-ეტიენთან" მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე პსჟ-ს მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ისაუბრა:

"ვინც შეტევასა და დაცვაში არ იღებს მონაწილეობას, ის შემდეგ შეხვედრაში არ ითამაშებს. ეს მარტივი ლოგიკაა. ვცდილობ ფეხბურთელებმა სიამოვნება მიიღონ და ჩემი დავალებები შეასრულონ, რაც მათ ინდივიდუალურ სრულყოფაშიც ეხმარება. ვმუშაობთ პრესინგის გაუმჯობესებაზე, ბურთის უფრო სწრაფად მოძრაობაზე, ადგილიდან დარტყმებზე, ჩემი გუნდი არასოდეს არ ჩერდება და ყველა მატჩს სრული მობილიზებით ატარებს. ეს მომწონს.

რით გამაკვირვა კვარაცხელიამ და რა შესძინა გუნდს? ტექნიკური თვალსაზრისით არაფერი გამკვირვებია. გამაოცა დაცვით ხაზში მ
ისი თამაშის ადაპტაციამ. როდესაც ბურთი არ გვაქვს, ის პირველი იწყებს პრესინგს და ცენტრში ბრუნდება, როდესაც ბურთს ვფლობთ. დანარჩენი ყველაფერი ვიცოდით, ვინაიდან უკვე ვიცნობდით.

იანვარში "სენტ-ეტიენმა" ჩვენთან კარგი შეხვედრა ჩაატარა, ისტორიული კლუბია, ახლა განსხვავებული დაპირისპირება იქნება, სტუმრად, რთულ ატმოსფეროში. მეტოქეს კონტრშეტევები ეხერხება. იმედია, პრობლემები არ შეგვექმნება".

მკითხველის კომენტარები / 7 /
კარგი ხარ ენრიკე. მაგრამ გაითვალისწინე რომ კიდევ ბევრჯერ გაგაკვირვებს კვარა
ვანჩოპე
03:06 29-03-2025
2
ენრიკეს მოედანზე ფეხბურთის მრავალჭიდელები ყავს და ვინ როდის და სად გამოჩნდება არავინ იცის, ამიტომ მოწინააღმდეგის დაცვას სიურპრიზები არ ელევა. კვარა ნაპოლიში მარცხენა ფრთაზე იყო, მიიღებდა ბურთს და მის წინ მდგარ მცველს უკან მეორე დაუდგებოდა, ისიც ბურთს უკან აბრუნებდა. ახლა კი ფრთიდან ფრთაზე დარბის და მცველს მისი მეურვეობა აღარ შეუძლია. ნაპოლიშიდაც სცადა ფრთის შეცვლა, მაგრამ მარცხენაზე არავინ ჩაანაცვლა, პარიზში კი მომენტალურად აზღვევენ ერთმანეთს. სწორედ ამით განსხვავდება ეს გუნდები ერთმანეთისგან.
ჟორა
21:59 28-03-2025
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული