"სენტ-ეტიენთან" მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე პსჟ-ს მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ისაუბრა:
"ვინც შეტევასა და დაცვაში არ იღებს მონაწილეობას, ის შემდეგ შეხვედრაში არ ითამაშებს. ეს მარტივი ლოგიკაა. ვცდილობ ფეხბურთელებმა სიამოვნება მიიღონ და ჩემი დავალებები შეასრულონ, რაც მათ ინდივიდუალურ სრულყოფაშიც ეხმარება. ვმუშაობთ პრესინგის გაუმჯობესებაზე, ბურთის უფრო სწრაფად მოძრაობაზე, ადგილიდან დარტყმებზე, ჩემი გუნდი არასოდეს არ ჩერდება და ყველა მატჩს სრული მობილიზებით ატარებს. ეს მომწონს.
რით გამაკვირვა კვარაცხელიამ და რა შესძინა გუნდს? ტექნიკური თვალსაზრისით არაფერი გამკვირვებია. გამაოცა დაცვით ხაზში მ
ისი თამაშის ადაპტაციამ. როდესაც ბურთი არ გვაქვს, ის პირველი იწყებს პრესინგს და ცენტრში ბრუნდება, როდესაც ბურთს ვფლობთ. დანარჩენი ყველაფერი ვიცოდით, ვინაიდან უკვე ვიცნობდით.
იანვარში "სენტ-ეტიენმა" ჩვენთან კარგი შეხვედრა ჩაატარა, ისტორიული კლუბია, ახლა განსხვავებული დაპირისპირება იქნება, სტუმრად, რთულ ატმოსფეროში. მეტოქეს კონტრშეტევები ეხერხება. იმედია, პრობლემები არ შეგვექმნება".

დღეს ლივერპული ითამაშებდა ლიგაზე