ვინ იყო ზარმაცი, ქინქლაძე?! რას იხსენებს მწვრთნელი, ვინც გიო ფეხბურთში დააბრუნა

AutoSharing Option
"სამტრედიის" ფიზმომზადების მწვრთნელმა თემურ ლორთქიფანიძემ გაზეთ "ლელოს" ვრცელი ინტერვიუ მისცა. სპეციალისტმა, რომელსაც ცნობილ საფეხბურთო სკოლებში უმუშავია და ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების წევრებიც გაუზრდია, გიორგი ქინქლაძის ბავშვობის წლები გაიხსენა...

Sportall.Ge"...1973 წელს დაბადებულები ჩამაბარეს. "ნორჩ დინამოში" ამ ასაკის 4 გუნდი იყო. თავიდან სულ 6 ბავშვი დამხვდა. დავიწყე მათი ძებნა. ერთმა მითხრა, დიდუბეში მაგარი ბიჭია, მაგრამ დედამისმა ცეკვაზე, სუხიშვილების სტუდიაში გადაიყვანაო. მოიყვანეთ-მეთქი.

ვნახე და გავოგნდი - ბურთს "ღეჭავდა". ეს ბიჭი გიო ქინქლაძე აღმოჩნდა...

მამამისი მაშინ რუსეთში საქმიანობდა და დედების ამბავი ხომ იცით? -
შვილის ცეკვაზე შეყვანა ურჩევნიათ. ქალბატონ ხათუნას ვთხოვე - სამი დღე ჩემთან იაროს, სამი დღე - ცეკვაზე-მეთქი. დამთანხმდა და გუნდის შენება დავიწყე...

ზარმაცი?! ვინ გითხრათ?! იცით, როგორი შრომისმოყვარე და მონდომებული იყო? სხვათა შორის, ერთხელ 4 წლით უფროსებს შევხვდით, სადაც მამუკა აფციაური და საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრები თამაშობდნენ და უნდა გენახათ, დიდებს რას უშვებოდა. ეტყობოდა, რომ დიდი ტალანტი იყო...", - იხსენებს ბატონი თემური.

თემურ ლორთქიფანიძესთან სრულ ინტერვიუს SPORTALL.GE მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
მკითხველის კომენტარები / 21 /
თვე არ გავა არ დაიდოს სტატია რა მაგარი იყო ქინქლაძე, არ მოგბეზრდათ? გავიგეთ ბატონო რომ მსოფლიოში უდიდესი ტალანტი იყო და ოცდაშვიდჯერ, არა ოცდარვაჯერ მაგარი ფინტი გააკეთა მაგრამ ამოვიდა ყელში რა
kote
15:04 03-02-2017
2
შრომისმოყვარე იყო ფულის შოვნამდე....მერე დაემართა "ქართველი". უდიდესი ნიჭი რომ ჰქონდა არავინ უარყოფს, მე პირადად მის თამაშებზე ხანდახან მარტოც მივსულვარ,ვერავის რომ ვერ ავიყოლიებდი, მაშინ 17 წლისა იყო და "მრეტებ" ში თამაშობდა, მაგარი ტანდემი ყავდა "მრეტებ"ს-ტყავაძე - ქინქლაძე და კონცერტებს დგამდნენ ხოლმე, მარტო ამ ორმა ერთ სეზონში 100 ზე ბევრად მეტი გოლი გაიტანა (მართალია საქართველოში,მაგრამ სადაც გინდა წადი 100 გოლის გატანას თავი უნდა), ეს ბევრს ახსოვს და დამეთანხმება
g.v.g.
12:58 14-08-2017
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული