"სამტრედიის" კრახმა საქართველო უეფას ცხრილში კიდევ ერთი ადგილით დახია უკან
ჩემპიონთა ლიგისა და ევროპალიგის III საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩების მერე საქართველოს რეიტინგში ლიტვამაც გადაუსწრო. "სუდოვასა" და "ტრაკაის" კარგი თამაშის წყალობით, ლიტვამ ამ სეზონში 2,125 ქულა უკვე დააგროვა, როცა ჩვენი მონაგარი 0,125 ქულაა.
დღეისთვის საქართველო 45-ე პოზიციაზეა 5,0 ქულით. აღსანიშნავია, რომ ევროთასების დაწყებამდე ჩვენი ქვეყანა მე-40 პოზიციაზე
თუ საქართველო საკლუბო რეიტინგში 52-ე ადგილამდე დაქვეითდება (რაც ამ სეზონში ნამდვილად აღარ ელის), მაშინ ჩვენი ქვეყანა ევროთასებზე ერთით ნაკლები წარმომადგენლით წარდგება - 1 ჩემპიონთა ლიგაზე და 2 ევროპალიგაზე (3-ის ნაცვლად).
წლეულს ჩვენზე უკეთ იასპარეზა უეფას 55 წევრიდან 53-მა (კოსოვოს ქულა არ დაუგროვებია). გვაჯობეს ისეთმა ქვეყნებმა, როგორებიც სან მარინო და ანდორაა (0,166 ქულა თითოეულს).
შეგახსენებთ, რომ 2017/18 წლების სეზონში საქართველოს ჩემპიონთა ლიგაზე "სამტრედია" წარადგენდა, რომელიც II საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩაერთო და პირველივე ბარიერი ვერ გაიარა. ევროპალიგის I საკვალიფიკაციო ეტაპზე დამარცხდნენ ბათუმის "დინამო", საჩხერის "ჩიხურა" და ქუთაისის "ტორპედო".
ენერგეტიკაში როგორ გაგვინახევრა ტარიფები ვხედავთ და ახლა კიდევ თბილისის მერად რომ ავირჩევთ მთლად ავშენდებით.