![](https://sportall.ge/pictures/image5/57d311f8e44bcbbe417fe11d67bb41e4.jpg)
წარმოშობით კოსოვოელი ფეხბურთელის მარჯვენა ფეხზე ფეხბურთის მოთამაშე პატარა ბიჭი, ასევე, ცარიელი ვაზნები და ავიაგამანადგურებლებია გამოსახული. პოსტს აქვს მინაწერი: "მთელი ჩემი ცხოვრება".
ვალონ ბეჰრამი ამჟამინდელი კოსოვოს ტერიტორიაზე, ქალაქ მიტროვიცაში დაიბადა. როდესაც ის 5 წლის იყო, ოჯახი, ლტოლვილის სტატუსით, შვეიცარიაში გადავიდა. ცოტა ხნის წინ ბეჰრამიმ FIFA-ს ახლად აღიარებული კოსოვოს ნაკრებში თამაშის უფლება სთხოვა, მაგრამ იმის გამო, რომ მას შვეიცარიის ეროვნული გუნდის მაისურით უთამაშია, უარი მიიღო.
![ომი და ფეხბურთი - ვალონ ბეჰრამის სევდიანი ტატუ Sportall.Ge](/images/new_photo/01/2017/UCXOURI/1-15AUGUST/004/dgn6qsywsaafut-.jpg)
![ომი და ფეხბურთი - ვალონ ბეჰრამის სევდიანი ტატუ Sportall.Ge](/images/new_photo/01/2017/UCXOURI/1-15AUGUST/004/dgn6qstxcaas-xu.jpg)
![ომი და ფეხბურთი - ვალონ ბეჰრამის სევდიანი ტატუ Sportall.Ge](/images/new_photo/01/2017/UCXOURI/1-15AUGUST/004/dgn6qsrwsaecvbc.jpg)
![ომი და ფეხბურთი - ვალონ ბეჰრამის სევდიანი ტატუ Sportall.Ge](/images/new_photo/01/2017/UCXOURI/1-15AUGUST/004/dgn6qsrxkaaa2fn.jpg)