ჯასტინ კლუივერტს "ფიორენტინა" ეპატიჟება

AutoSharing Option
"ფიორენტინამ" მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრისას გაყიდვებიდან 80 მილიონი ევრო იშოვა და ახლა ფეხბურთელთა შეძენას აპირებს. "ვიოლას" სამიზნე "აიაქსის" 18 წლის ფორვარდი ჯასტინ კლუივერტია, რომელმაც ამსტერდამულ გუნდში პირველსავე სეზონში 20 მატჩში 2 გოლი გაიტანა.

გეცოდინებათ უთუოდ, ჯასტინი ჰოლანდიური ფეხბურთის ლეგენდის, პატრიკ კლუივერტის შვილია და ოცნებობს მამაზე არანაკლები ფეხბურთელი გახდეს: "მამაც ჩემს პოზიციაზე თამაშობდა. მისგან ბევრი რამ გადავიღე. მსურს პატრიკივით სახელოვანი გავხდე. მსოფლიოში საუკეთესოც მსურს ვიყო. ამისათვის კი ბევრი ვარჯიში და ნაკლები ლაყბობაა საჭირო".

ცნობისათვის, პატრიკის კიდევ ერთი ვაჟი, 9 წლის შეინიც თავდამსხმელია,
პსჟ-ში თამაშობს და საკმაოდ აგრესიულიც გახლავთ. ამას წინათ თურმე, ავსტრიელ თანატოლებს ცენტრიდან თქვენი მოწონებული ბურთი შეუგდო.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ხო და ნაკლები ილაყბე, მამაშენი 17 წლის იყო, ლიგის ფინალში მილანს ერთადერთი გოლი რომ გაუტანა
llcl
13:24 10-08-2017
0

სიახლეები პოპულარული