ტკივილიანი ოქტომბერი - ქველმოქმედება ფეხბურთელის სახელით

AutoSharing Option
1-ელ ოქტომბერს "მცხეთა-პარკზე" დატრიალებული ტრაგედია ჯერ კიდევ ცხელი და მოუნელებელი ჭრილობაა - "ზუგდიდის" მეკარის, შოთა მამინაშვილის მოულოდნელმა გარდაცვალებამ საფეხბურთო სამყარო შოკში ჩააგდო...

- შოთა მამინაშვილი - ბოლო წუთები... [VIDEO]

მომხდარს ეროვნული ლიგა 2-ის "რუსთავის" ფეხბურთელი ერეკლე კილაძე გამოეხმაურა, რომლის ძმა, ნიკოლოზ კილაძე, ლანჩხუთის "გურიის" ფეხბურთელი, 2014 წლის 8 ოქტომბერს ტრაგიკულად დაიღუპა. მან ყოფილი თანაგუნდელი მიხეილ გოგუაძეც გაიხსენა.

მართლაც უცნაური და საშინელი დამთხვევაა - მამინაშვილის მსგავსად, "გურიის" კიპერიც 1-ელ ოქტომბერს გარდაიცვალა...

"ქართული ფეხბურთის მორიგი ტრაგედია ოქტომბრის თვეში! 1-ლი ოქტომბერი მიხეილ გოგუაძის
გარდაცვალების დღეა და ახლა უკვე - შოთა მამინაშვილის! ორივე მეკარე! ორივე კარგი პიროვნება და ასევე კარგი სპორტსმენი! 2017 წლის 8 ოქტომბერს ნიკოლოზ კილაძის გარდაცვალების დღე მოდის! სიმწრით და ტკივილით სავსე ოქტომბერი", - წერს კილაძე.

ერეკლე კილაძე მხოლოდ "ფეისბუქპოსტებით" არ შემოიფარგლება. ძმის გარდაცვალების შემდეგ გაჭირვებულ და დაობლებულ ოჯახებს ეხმარება. ასე მაგალითად, შარშან საქართველოს გმირის, გიორგი ანწუხელიძის ოჯახს მეგობრებთან და ახლობლებთან ერთად ეწვია და რითიც შეეძლო, დაეხმარა.

ერეკლემ ახლაც გაავრცელა მოწოდება:

"მეგობრებო, ბევრმა თქვენგანმა იცით, რომ 8 ოქტომბერს ნიკოლოზ კილაძის გარდაცვალების დღეა. წელსაც მინდა, რომ მის სახელზე დავეხმაროთ კიდევ ერთ ოჯახს. ოჯახი შერჩეულია. მცხეთის რაიონი, სოფელ ერედა და ამ სოფელში მცხოვრებნი - ანუკი, ლუკა და ცირა პირმისაშვილები. ისინი გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ და სულერთია, რითი დავეხმარებით.

შეგროვილი გვაქვს გარკვეული ნივთები და საკვების შესაძენად ვაგროვებთ ფულს. ვისაც ტანსაცმლის საშუალება გაქვთ, ისინიც შემეხმიანეთ. ყველას მადლობა წინასწარ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ანგარიშიც დადეთ და რაც შეგვეძლება ჩავრიცხავთ
0
გამარჯობათ რამხელები არიან ბავშვები და როგორ შემიძლია მოგაწოდო ტანსაცმელი და რისი საშვალებაც გვაქ.
paraoni
12:28 04-10-2017
0

სიახლეები პოპულარული