ფეხბურთის ფედერაციასთან „ქართველთა მარშის“ აქციის მონაწილეები დააკავეს.

AutoSharing Option
ფეხბურთის ფედერაციასთან „ქართველთა მარშის“ აქციის მონაწილეები დააკავეს. მათ შორის დაკავებულია აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ლადო სადღობელაშვილი.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, სამართალდამცველებმა ძლას გადაამეტეს და აქციის მონაწილეები უმიზეზოდ დააკავეს.

პროტესტის მონაწილეები ამ დრომდე რჩებიან ფეხბურთის ფედერაციასთან. ადგილზე კვლავ მობილიზებული არიან შსს-ს წარმომადგენლები.

„ქართველთა მარშის“ წარმომადგენლებსა და საპატრულო პოლიციას შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა ფეხბურთის ფედერაციასთან პიროტექნიკის გამოყენება დაიწყეს. პოლიციის მიერ მათ დაკავებას დაპირისპირება მოჰყვა.
„ქართული მარშის“ წარმომადგენელთა განცხადებით, ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნული ნაკრებიდან უნდა გაუშვას ფეხბურთელი გურამ კაშია, რომელიც, მათი შეფასებით,
ლგბტ თემის პროპაგანდას ეწევა.

ამ ინფორმაციას "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.
მკითხველის კომენტარები / 9 /
ყველანი ციხეში. მოძალადეები
8
არ გიტყდებათ ცალტვინა კორკოტაშვილისა და ცალუჯრედა ბრეგაძე ცხვრებივით რო დაგარბენინებენ? ან ფედერაციასთასთან რა გინდათ ან კაშიას რას ერჩით თქვე მართლა ლაჩრებო
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული