რევაზ გოცირიძე: შეტევაზე ვიყავით ორიენტირებული, მაგრამ არ გაგვიმართლა

AutoSharing Option
უეფას ახალგაზრდულ ლიგაზე "საბურთალო" "ბროდარაცს" დაუპირისპირდა, შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა და სტუმრად მეტი გატანილი გოლის წყალობით შემდეგ ეტაპზე "ბროდარაცი" გავიდა.

"საბურთალოს" 19-წლამდელთა მწვრთნელმა, რევაზ გოცირიძემ განვლილ მატჩზე ისაუბრა:

დადებითად შევაფასებდი "საბურთალოს" გამოსვლას ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე.

მინდა მადლობა გადავუხადო ბიჭებს, შეძლეს თამაშის შემოტრიალება, რომ გაგვამრთლებოდა, შემდეგ ეტაპზე გავიდოდით.

შეგვეძლო ბევრი გოლი გაგვეტანა, მაგრამ მეტოქის მეკარემ არ მოგვცა ამის საშუალება. ჩვენს ფეხბურთელებს არ აკლიათ ოსტატობა, მათ გამარჯვებისათვის ყველაფერი გააკეთეს.

მეტოქემ გვაჯობა ფიზიკურ დაპირისპირებებში და სტანდარტულები ზუსტად შეასრულა.

შეტევაზე ვიყავით ორიენტირებული, მაგრამ არ
გაგვიმართლა.

ახალგაზრდა ფეხბურთელები არიან და გამოცდილება აკლიათ, სწორედ ამის ბრალია დაშვებული შეცდომები.

იღბლიანია ჩვენთვის "პეტრო არენა" და იქ რომ გვეთამაშა, შეიძლება შეხვედრა სხვანაირად დასრულებულიყო.
დადებითად შევაფასებდი "საბურთალოს" გამოსვლას ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე.
მინდა მადლობა გადავუხადო ბიჭებს, შეძლეს თამაშის შემოტრიალება რომ გაგვამრთლებოდა შემდეგ ეტაპზე გავიდოდით.
შეგვეძლო ჩვენ ბევრი გოლი გაგვეტანა, მაგრამ მეტოქის მეკარემ არ მოგვცა საშუალება. ჩემ ფეხბურთელებს, არ აკლია ოსტატობა, მათ ყველაფერი გააკეთეს.
მეტოქემ გვაჯობა ფიზიკურ დაპირისპირებებში და სტანდარტულები ზუსტად შეასრულეს.
შეტევაზე ვიყავით ორიენტირებული, მაგრამ არ გაგვიმართლა.
ახალგაზრდა ფეხბურთელები არიან და გამოცდილება სჭირდებათ, რისი ბრალიცაა ის შეცდომები რაც დავუშვით.
იღბლიანია ჩვენთვის "პეტრო არენა" და იქ, რომ გვეთამაშა შეიძლება სხვანაირად დასრულებულიყო.
მკითხველის კომენტარები / 4 /
არ მჯერა შეთქმულების თეორიის მაგრამ შემდგომ ეტაპზე დიდი ალბათობით რომელიმე ძლიერი კლუბის ახალგაზრდულებთან უშანსოდ რჩებოდნენ ამიტომ ხელმძღვანელობამ რომელიმე ქვეყნის ტოტალიზატორში დადო ფსონი არ გასვლაზე სადაც მინიმუმ 1.6 1.7 1.8 ექნებოდა და პატარა ფული იშოვეს ასეა დიდ ნაკრებში ასეა კლუბების უეფა ტურნირებზე და ჩვენ ვიწყვიტავთ ნერვებს.
კახა
22:25 22-11-2017
3
Shetevaze sazrunavi mat qondat da tqven unda kontrze agecyot mara sadari amdeni tvini.batono revaz shenm caage es dueli is agiare kacurad.
Bajo
09:00 23-11-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული