- ჩვენი ფეხბურთი წლების განმავლობაში ნადგურდებოდა, რის შედეგებსაც ახლა ვიმკით - საერთაშორისო სარბიელზე კლუბების გამოსვლა კრიტიკას ვერ უძლებს, ნაკრები ოფიციალურ მატჩებს ვერ იგებს. ფეხბურთის ფედერაცია დანაღმულ ველზე დადის და არავინ უწყის, როდის და სად აფეთქდება. სანამ ფეხბურთში წარმატებას არ მივაღწევთ, გულშემატკივარს გულში მაინც ხინჯი დარჩება...
- ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო
ფეხბურთი საქართველოში პირველი სახეობაა და არაერთხელ გამოჩნდა, რომ ხალხს ძალიან უყვარს. პატარა ბიძგიც საკმარისია, ტრიბუნები რომ შეივსოს.
19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოსა და ჩეხეთის შეხვედრაზე 25 ათასი მაყურებელი მოვიდა, რამაც უეფას დელეგაცია გააოცა - ასეთი დასწრება ამ ასაკის ჩემპიონატზე არსად დაფიქსირებულა.
გულშემატკივარი მზადაა, რომ პირველივე შედეგზე სტადიონს დაუბრუნდეს. გრძელვადიანი პროექტები სწორედ ამას ემსახურება, რომ ვარდნა შეჩერდეს და ადრე თუ გვიან წინსვლა დავიწყოთ.
- ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამამ დროთა განმავლობაში ხარვეზები გამოაჩინა...
- ეს ბუნებრივია. შეუძლებელია, რომ რაიმე პროგრამა იდეალური იყოს. კონსტიტუციაზე წლები მუშაობენ და ჩასწორება მასაც სჭირდება. ცხადია, იდეალური ვერც ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამა იქნება, მაგრამ მისი კორექტირება პერიოდულად მოხდება და ამაში სამარცხვინო არაფერია.
- მაგალითად, გამოჩნდა, რომ ბევრი კერძო კლუბი სახელმწიფო სახსრებს იყენებს, საკუთარს კი უფრო ნაკლებად აბანდებს...
- საკითხს მეორე მხრიდან შევხედოთ - ამ პროგრამის ამუშავებამდე ფეხბურთი რჩებოდა კერძო კლუბების მეპატრონეთა გარეშე. ბევრნი არც არიან და დიდი ნაწილი ფეხბურთიდან წასვლას აპირებდა.
ნახეთ მაშინდელი განცხადებები - რამე თუ არ შეიცვლება, ფეხბურთში აღარ დავრჩებითო. ამიტომ ეს დროული და საჭირო პროგრამა იყო, რადგან კერძო ინვესტორები უნდა შეგვენარჩუნებინა. მათ გარეშე სპორტს ვერ განვავითარებთ. სხვა საქმეა, რომ პროგრამას დახვეწა სჭირდება.
იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია Lelo.ge-ზე
- საკითხს მეორე მხრიდან შევხედოთ - ამ პროგრამის ამუშავებამდე ფეხბურთი რჩებოდა კერძო კლუბების მეპატრონეთა გარეშე. ბევრნი არც არიან და დიდი ნაწილი ფეხბურთიდან წასვლას აპირებდა.
კი მაგრამ რომ გეთქვათ კერძო კლუბებზე - რამდენსაც ჩვენგან იღებთ იმდენი თქვენც უნდა ჩადოთო? მაშინ რას იზამდნენ? მაინც წავიდოდნენ? თუ წავიდოდნენ ესე იგი ესენი ყოფილან ყველაფერი უბედურების თავიც და ბოლოც,სწორედაც რომ უნდა წასულიყვენენ. ხოლო დარჩენილ საბიუჯეტო კლუბებს მისცემოდა წინადადება რომ 1 წელიწადში გამზადდნენ ყველანი როგორც ერთი საპრივატიზაციოდ.
დღეისათვის კი თქვენი უაზრო პროგრამით საბიუჯეტო ფული იქცა კერძო კლუბების სარჩენ ფონდად + საბიუჯეტო კლებებში მოთავსებული უსაქმურთა დასაქმების წყაროდ. რაა ეს თუ არა საბიუჯეტო თანხების გაფლანგვა ?