რევაზ ძოძუაშვილი: ქართველებს ფეხბურთის სამყარო ომს გვიცხადებს

AutoSharing Option
ყოფილი ფეხბურთელი და ამჟამად მწვრთნელი რეზო ძოძუაშვილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში მენეჯერ-სელექციონერად მუშაობს.

ის ასევე სოხუმის "დინამოს" კონსულტანტიცაა. საინტერესოა, რას ფიქრობს ძოძუაშვილი ქართული ფეხბურთის პრობლემებზე, რა უნდა შეიცვალოს და ვინ არის დამნაშავე ქართულ ფეხბურთში.

Sportall.ge ძოძუაშვილს დაუკავშირდა და ინტერვიუ ჩაწერა.

- რას საქმიანობთ ამჟამად?
- რამდენიმე ხნის წინ დავიწყე მუშაობა ფეხბურთის ფედერაციაში, როგორც მენეჯერ-სელექციონერმა. ასევე ვარ სოხუმის "დინამოს" კონსულტანტიც. ჩემი მოღვაწეობა ყოველთვის იყო ფეხბურთი და დღესაც ასეა. მთლიანად ფეხბურთში ვარ ჩაფლული.

- დღევანდელ ქართულ ფეხბურთზე რას იტყოდით?..
- ფეხბურთი ისეთი სპორტია,
რაც უნდა კარგი გააკეთო, ყოველთვის უკეთესი გინდა. ჩემი აზრით, ქართული ფეხბურთი ყოველთვის იყო მაღალ დონეზე აწეული და ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ მწვერვალები არ დავიპყროთ. იმიტომ, რომ ამის პრაქტიკა გვქონდა, ეს გამოვლილი გვაქვს და არაერთი ფეხბურთელი იყო თბილისის "დინამოში", რომელიც ხვდებოდა საბჭოთა კავშირის ნაკრებში - წარმოიდგინეთ, 16 ქვეყნის წარმომადგენლებიდან ხვდებოდნენ ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლები საბჭოთა ნაკრებში.

ამიტომ მინდა გითხრათ, რომ წინ წასვლის საშუალება გვაქვს, ყველანაირად ხელშეწყობილნი ვართ ღმერთისგან და ჩვენ იმის უფლება არ გვაქვს, რომ ცუდი ფეხბურთი ვითამაშოთ. ჩვენ ვალდებულნი ვართ ყველა, მივხედოთ ქართულ ფეხბურთს და ეს ქართული ფეხბურთი რაც შეიძლება მაღალ დონეზე ავწიოთ.

- თქვენი აზრით, ვინ არის დამნაშავე იმაში, რომ ქართული ფეხბურთი მძიმე მდგომარეობაშია და როგორც კლუბები, ისე ნაკრები, წარმატებას ვერ აღწევენ?
- ფეხბურთში ძალიან დიდი ფული ტრიალებს, ფეხბურთი ძალიან დიდი ბიზნესი და სიმდიდრეა. ამ საუკუნეში, როგორც ფეხბურთელები, ისე მწვრთნელები, ლამის მილიარდებს გამოიმუშავებენ. ამიტომ, როდესაც დაინახეს, რომ ქართველებს შეუძლიათ ეს მილიონერები გაზარდონ, ამიტომ გამოგვიცხადეს სპორტული დიპლომატიური ომი. მდიდარი ქვეყნები ვინც არიან, ჩვენ არ ვჭირდებით, იმიტომ, რომ პატარა სახელმწიფო ვართ. იმის გამო, რომ საქართველოში დიდი ფული არ შემოვიდეს, ფეხბურთის სამყარო გვიცხადებს ომს. ამ ომში რომ გავიმარჯვოთ, ამისთვის მაგარი მთავარსარდალი გვჭირდება.

- რა უნდა მოხდეს, თქვენი აზრით, რომ ქართული ფეხბურთი განვითარდეს და წინ წავიდეს?
- საქართველოში უნდა გამოჩნდეს ის ბიზნესი და ისეთი პირობები, რომ დღევანდელ ფეხბურთის დინებას კონკურენცია მიეცეს. უნდა იყოს თითოეულ უბანში კარგი სტადიონი, უნდა იყოს ფიზმომზადების კარგი დარბაზები... ამასთან ერთად, ყველა სტადიონზე უნდა იყოს მძლეოსნობის მოედნები. ახალგაზრდა რომ შევა სტადიონზე, მას ყველაფერი უნდა იტაცებდეს. ამ შემთხვევაში გვექნება კარგი სიტუაცია იმისა, რომ კარგი ფეხბურთელები გაიზარდონ.

ბუნება გვეუბნება: აა, ძმაო, ბალახი, აა, თქვენ კაი წყალი, აა, თქვენ მზე, აა, თქვენ ყველანაირი სიტუაციაო და ადექით და ითამაშეთო.

აი, მაგალითად, დღეს შესანიშნავი შედეგები აჩვენა რაგბიმ. ერთ დროს რა სიძლიერეც ქართულ ფეხბურთს ჰქონდა, გადავიდა რაგბიში. პირობები უნდა შეიქმნას. ახლა წარმოიდგინეთ - კაცი გადიხარ საომრად, შენ სუფთა ხელები გაქვს და ის ხანჯლით მოდის. აი, ასეა დღეს, სუფთა ხელებით ვართ ჩვენ და ვინც ფარით და ხანჯლით გვეომება, ვის უნდა მოვუგოთ?!

- საქართველოს საფეხბურთო ნაკრებზე რას იტყოდით?..
- ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ნაკრების დონე მაღალ დონეზე ავწიოთ. ამაში ფეხბურთის ფედერაცია და სპორტის სამინისტროც ჩართულია. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ერთა ლიგის ჯგუფში, რომ პირველი ადგილი დავიკავოთ. ამისათვის ძველი პრაქტიკაც უნდა გამოვიყენოთ და ახალი გეგმებიც შევიმუშავოთ.
მკითხველის კომენტარები / 70 /
დიდო, ეს რა დრეში ყოფილა ქართული ფეხბურთი!!!! არ გამიკვირდა, შედეგები რატომ არ იყო!!! დავირაზმოთ და ომი გამოუცხადოთ ჩვენს მტრებს. თუმცა ჩვენგან ომის გამოცხადება რაღა საჭიროა, როცა ჩვენმა მტრებმა უკვე გამოგვიცხადეს ომი თურმე. დედა ,....
siko
09 თებერვალი 2018 11:23
6
გასაგებია ბატონო რეზო,რომ ნამდვილად კარგი ფეხბურთელი იყავით მაგრამ,თანამედროვე ფეხბურთში თქვენი ხედვები ცოტა მოძველებულია და ძალიან გამიკვირდა რომ დასაქმდით ისეთ თანამდებობაზე რასაც სელექცია ქვია მგონია აქ უფრო ახალგაზრდები გამოგვადგებოდა თუნდაც თქვენი ვაჟი........მე თქვენს ადგილზე შევეშვებოდი საერთოდ ამ სფეროს ანუ სელექციას
ქუთაისელი
09 თებერვალი 2018 11:18
9
კიდე მეტი ფულის შოვნა მოგდომებია ბატონო.
KOKO
09 თებერვალი 2018 12:49
3
ზოგი ასე უბერავს, ზოგი ისე უბერავს. იშრომა, იბრძოლა ამ კაცმა და შეერჭო არქიფოს.
z.
09 თებერვალი 2018 12:17
4
ნომერი პირველი პრობლემა არის წესიერება! კონფორმიზმი,ნეპოტიზმი და მლიქვნელობა ღუპავს ყველაფერს. სტადიონს და მოედნის საფარს ეშველება, მაგრამ "დებილ მენტალიტეტს" ვერაფერი გამოასწორებს.
1234
16 თებერვალი 2018 11:29
0
სხვისი ბრალი ყოფილა თურმე თავს რომ ვერ ვაბამთ ფეხბურთის განვითარებას!
soxumeli
09 თებერვალი 2018 12:38
2
ამატ ხო უტირა ყოფა ქეცბაიამ მაგრამ ამ ცურბელებმა და მატტან სჰეკრული ჯურნალისტებმა გაგდეს კაცი საქარტველოდან.მინასჰვილი ვაისს რატო არ იცვევს გადაცემებსჰი და 0 მოგებულ ტამასჰებე რატო არ აკრიტიკებს ფულის და ფედერაციის მონებო,ტქვენ დაგუპეტ ქარტული ფეხბურტის მომავალი იმ ფეხბურტის რომელმაც ტქვენ კქცუნებად გაქციატ.
BAJO
09 თებერვალი 2018 12:12
5
მამია გოგორელიანს
ქეცბაიამ ეგ "დასკვნა" თავისი მწვრთნელობის მეორე წელსვე დადო. თუმცა მას მერე კიდევ სამი წელი ხელმძღვანელობდა ნაკრებს, ალბათ ხელოვნურ სუნთქვებს უტარებდა DDD
ისე კი, მკვდარს რომ ამდენი ხანი ხელოვნურ სუნთქვას უტარებ, ან სულელი უნდა იყო ან აფერისტი DDDDDDDD
korben dallas
09 თებერვალი 2018 17:12
2
...ამის წაღმა-უკუღმა ქადაგებებმა ხომ ტვინი წაიღო რა!....
Lui
09 თებერვალი 2018 11:55
2
16 ქვეყანა როგორ გამოდის, სულ 15 რესპუბლიკა იყო?
ზურა
09 თებერვალი 2018 11:19
5
15 რესპუბლიკა და + მოსკოვი . მოსკოვს ცალკე ქვოტა ჰქონდა ( არა ოფიციალური) . სსრკ-ს სპარტაკიადებზე კი ოფიციალურად მოსკოვი ცალკე გუნდებით გამოდიოდა და რსფსრ ცალკე გუნდებით . ამაჩიდაა საქმე :)
gerd miuleri
09 თებერვალი 2018 12:10
3

სიახლეები პოპულარული