
პირველი ჩემპიონატის მასპინძლობის უფლების მოსაპოვებლად შვიდი ქვეყანა იბრძოლებს.
საქართველო ფუტსალის 19-წლამდელთა ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის ერთ-ერთი კანდიდატია. საქართველოსთან ერთად ცნობილია მასპინძლობის მსურველი კიდევ ექვსი ქვეყანა.
2019 წელს ფუტსალის 19-წლამდელთა ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის მსურველი ქვეყნები - საქართველო, ხორვატია, უნგრეთი, ლატვია, პორტუგალია, რუსეთი და უკრაინა.
მასპინძელი ქვეყანა მიმდინარე წლის 27 სექტემბერს, უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე დასახელდება.
ფუტსალის 19-წლამდელთა ნაკრებების საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა 2018 წლის 1-ელ ნოემბერს გაიმართება. ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი
"მეინ" რაუნდი 26-31 მარტს ჩატარდება. ევროპის ჩემპიონობისთვის 2019 წლის 8-14 სექტემბერს რვა ნაკრები იბრძოლებს.
მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით