დარასელიას თასი: "სპარტაკმა" კიევის "დინამოს" 3:0 მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ვიტალი დარასელიას სახელობის თასის გათმაშების მეორე შეხვედრაში ერთმანეთის პირისპირ მოსკოვის "სპარტაკი" და დარასელიას თასის მოქმედი მფლობელი კიევის "დინამო" წარდგნენ.

პრინციპული შეხვედრა ორივე გუნდმა აქტიურად დაიწყო, მომენტებიც ორივე გუნდმა შექმნა, თუმცა "სპარტაკმა" მეთოდურად უპირატესობა ხელთ იგდო და 28-ე წუთზე მაქსიმ ერმაკოვმა ანგარიში გახსნა და ტაიმიც მოსკოველთა უპირატესობით 1:0 დასრულდა.

მეორე ნახევრის დებიუტში მიხაილ პილიპენკომ მეორე გოლი გაიტანა კიეველთა კარში და ფაქტობრივად, გამარჯვებულის ბედიც გადაწყვიტა. დინამოელები მთელი ძალებით შეტევაზე გა
დავიდნენ, თუმცა მესამე გოლიც მიიღეს საკუთარ კარში. 69-ე წუთზე თავი არგამ საფარიანმა გამოიჩინა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში 3:0 დააფიქსირა.

სპარტაკი-დინამო (კიევი) 3:0

გოლი: 1:0 ერმაკოვი (28), 2:0 პილიპენკო (42), 3:0 საფარიანი (69)
გაფრთხილება: ზდირკო (30)

სპარტაკი: მელიოხინი (მიხაილოვი 65), დეტენიშევი, ერმაკოვი (ტრაპიცინი 65), ლაიკინი, ლაშკოვი (გენჩუ 36), მირონოვი, პილიპენკო, საფარიანი, თუმანიანი (ა. მირონოვი 58), შაგიახმეტოვი (რომანოვი 36), შიტოვი

დინამო კიევი: ფასტოვი, ბერეზანსკი (მელნიკი 46), ბოლი, მაზური (ორუჯევი 46), მიშჩენკო (ხაცკევიჩი 59), ოპანასენკო, პოპოვი, ტრიკოზი (სკრიპნიკი 36), ვოლოშინი (დემიდენკო 58), ზდირკო (ვიდოსევიჩი 58), კირილიუკი

▶ ვიტალი დარასელიას სახელობის თასი "ესპანიოლის" გამარჯვებით დაიწყო [VIDEO]

მომზადებულია fcdinamo.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული