17:15 24-04-2018
დარასელიას თასი: "სპარტაკმა" კიევის "დინამოს" 3:0 მოუგო [VIDEO]
AutoSharing Option
პრინციპული შეხვედრა ორივე გუნდმა აქტიურად დაიწყო, მომენტებიც ორივე გუნდმა შექმნა, თუმცა "სპარტაკმა" მეთოდურად უპირატესობა ხელთ იგდო და 28-ე წუთზე მაქსიმ ერმაკოვმა ანგარიში გახსნა და ტაიმიც მოსკოველთა უპირატესობით 1:0 დასრულდა.
მეორე ნახევრის დებიუტში მიხაილ პილიპენკომ მეორე გოლი გაიტანა კიეველთა კარში და ფაქტობრივად, გამარჯვებულის ბედიც გადაწყვიტა. დინამოელები მთელი ძალებით შეტევაზე გადავიდნენ, თუმცა მესამე გოლიც მიიღეს საკუთარ კარში. 69-ე წუთზე თავი არგამ საფარიანმა გამოიჩინა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში 3:0 დააფიქსირა.
სპარტაკი-დინამო (კიევი) 3:0
გოლი: 1:0 ერმაკოვი (28), 2:0 პილიპენკო (42), 3:0 საფარიანი (69)
გაფრთხილება: ზდირკო (30)
სპარტაკი: მელიოხინი (მიხაილოვი 65), დეტენიშევი, ერმაკოვი (ტრაპიცინი 65), ლაიკინი, ლაშკოვი (გენჩუ 36), მირონოვი, პილიპენკო, საფარიანი, თუმანიანი (ა. მირონოვი 58), შაგიახმეტოვი (რომანოვი 36), შიტოვი
დინამო კიევი: ფასტოვი, ბერეზანსკი (მელნიკი 46), ბოლი, მაზური (ორუჯევი 46), მიშჩენკო (ხაცკევიჩი 59), ოპანასენკო, პოპოვი, ტრიკოზი (სკრიპნიკი 36), ვოლოშინი (დემიდენკო 58), ზდირკო (ვიდოსევიჩი 58), კირილიუკი
▶ ვიტალი დარასელიას სახელობის თასი "ესპანიოლის" გამარჯვებით დაიწყო [VIDEO]
მომზადებულია fcdinamo.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ


უძრავი ქონება


140.00 k
225.00 k
220.00 k
350.00 k
სიახლეები
პოპულარული

