კახა კაჭარავა: მეტოქე ბრძოლისუნარიანი გუნდია. ჩემს ბიჭებს ამბიცია აქვთ

AutoSharing Option
თბილისის "დინამო" ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ მატჩს სტუმრად "დუნაისკა სტრედასთნ" გამართავს. გუნდი ჩარტერული რეისით გადაფრინდა ბრატისლავაში, მისმა მწვრთნელმა კახა კაჭარავამ კი პრეს-კონფერენცია ჩაატარა.

"ორი ფეხბურთელი დავიმატეთ, მეკარე სტეფან სტიკაჩი და თავდამსხმელი მათე ვაწაძე. მეტოქე შევისწავლეთ. ჯერ სლოვაკეთში სეზონი არ დაწყებულა.  5-2-3 ტაქტიკით თამაშობენ. ფიზიკურ კონდიციებზე აქვთ აგებული თამაში, ბრძოლისუნარიანი გუნდია.

ჩვენთან სეზონი მიმდინარეობს, ფეხბურთელები ოპტიმალურ ფორმაში არიან. ვფიქრობ, გუნდი სათამაშოდ მზადაა. ამ ბიჭებს ამბიცია აქვთ და ვნახოთ, რა გამოგვივა".
მკითხველის კომენტარები / 1 /
დინამოს თამაშს აჩვენებენ?
Giorgi
10:31 12-07-2018
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული