თბილისური ტრაგედია! "დინამო" ევროპა ლიგას გამოეთიშა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თბილისში, "დინამო არენაზე" ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრაში "დუნაისკა სტრედამ" "დინამო" 2:1 დაამარცხა.

მატჩის პირველი ნახევარი დაბალ ტემპში წარიმართა, ძირითადად შეტევებს თბილისელები ქმნიდნენ, თუმცა დასკვნით ფაზაში ვერ ახერხებდნენ გოლის გატანას.

რამდენიმე კარგი მომენტი ჰქონდა აკაკი შულაიას, ბუდი ზივზივაძეს და ოთარ კიტეიშვილს. ხშირად იყო სტანდარტული მდგომარეობები, რასაც თბილისელები ვერ იყენებდნენ.

აღსანიშნავია დემეტრე ბულისკერიას არადამაჯერებელი თამაშიც, რომელმაც რამდენიმე შეცდომა დაუშვა, რის გამოც "დინამო" კინაღამ დაისაჯა.

შეხვედრის მე-40 წუთზე "დინამომ" მაინც შეძლო დაწინაურება, ნიკა ნინუას ჩამოწოდებულ კუთხურს ბუდუ ზივზივაძე კარგად დაუხვდა და ანგარიში
1:0 გახადა.

მეორე ტაიმში სლოვაკელები გააქტიურდნენ, ხოლო თბილისელები შეხვედრის ტემპის დაგდებას ცდილობდნენ. 62-ე წუთზე ლევან ხარაბაძემ მეკარეს ძალიან ცუდი პასი გაუკეთა, რაც ბაიომ ჩაჭრა და ერთი-ერთზე დემეტრე ბულისკერიას ვერ აჯობა.

მათე ვაწაძე მოედანზე შესვლის შემდეგ აქტიურად ჩაერთო მატჩში, რამდენჯერმე გაამწვავა თამაში და ერთხელ მისი ძლეირად დარტყმული მაციემ მოიგერია.

შეხვედრის მიწურულს სლოვაკებმა რამდენიმე მომენტი შექმნეს, 86-ე წუთზე დინამოელები დაჯარიმდნენ. "დუნაისკა სტრედას"ფეხბურთელის ჰერცის ჩაწოდების შემდეგ კი ბაიომ თბილისლები მეორე შეხვედრაშიც დააამწუხრა.

"დუნაისკა სტრედას" 90-ე წუთზე მეორე გოლის გატანაც შეეძლო, თუმცა პაჩინდას დარტყმული დავით კობოურმა ცარიელი კარებიდან გამოიტანა.

დამატებულ ხუთ წუთში კი ბაიომ დუბლი შეასრულა და "დინამო" ევროტურნირებს გამოეთიშა.

თბილისის დინამო (4-2-3-1): დემეტრე ბულისკერია - ლევან ხარებაძე, ლუკა ლოჩოშვილი, დავით კობოური, გუჯა რუხაია; ნიკა ნინუა, დმიტრო ივანისენია; მიხეილ ერგემლიძე, ოთარ კიტეიშვილი, აკაკი შულაია; ბუდუ ზივზივაძე (მათე ვაწაძე 74')

დუნაისკა სტრედა (3-5-2): მაიეცი; ჰუკი, სატკა, ზაჰუმენსკი; დავისი (კალმარი 57') , ვიდა (ლიუბიჩი 72'), ლიუბიჩი (ვიდა), ჰერცი, კოსტრნა; ბაიო, პაჩინდა.

altკახა კაჭარავა: მე ჯერ "დინამოში" ვარ, ხვალ ვნახოთ...

alt"დუნაისკა სტრედას" თავკაცი: მიხარია რომ წასვლის წინ კლუბის ახალი ისტორია დავწერე



მკითხველის კომენტარები / 96 /
არა ნორმალური ტრანსფერები
არა ფიზიკური მომზადება
არა სწორი საკლუბო სტრატეგია
არა თამაშის ჟინი და პასუხიმგებლობა
არა ნორმალური ჩემპიონატი
კი ფულის გათეთრება
კი უვიცი "პრაფესორები" ფეხბურთში
კი ამ უვიცთა უკუდო ამპარტავნობა
კი ყველა ამაზე პასუხიმგებლის სრული უპასუხიმგებლობა
სანამ ეს მანკიერი სისტემა და დამღუპველი მენტალობა ძირფესვიანად არ ამოითხრება და ნულიდან არ აშენდება ყველაფერი მანამდე არაფერი შეიცვლება, წლიდან წლამდე.
ირაკლი
19 ივლისი 2018 23:43
1
40 წლის წინ "დინამო" დაფრინავდა, 30 წლის წინ "დინამო" დარბოდა, 20 წლის წინ "დინამო" დადიოდა, 10 წლის წინ "დინამო" იდგა... დღეს "დინამო" წევს!
TanoLife
20 ივლისი 2018 03:24
0
მთავრობაც ზუსტად მასეა. დამეთანხმეთ, არ ატეხოთ ეხლა .............
გთხოვთ, არ დაბლოკოთ.
20 ივლისი 2018 09:47
0
ფიფია შარშან იძახდა,ისეთ ფეხბურთელებს მოვიყვან,ყველას გაუხარდებაო,უამბიციო მატყუარა!
Data1975
20 ივლისი 2018 00:40
0
სამარცხვინოა პირდაპირ, რას დაამსგავსეს "დინამო", როგორ არ გრცხვენიათ, ღირსება არ გაგაჩნიათ?!
მანჩო
20 ივლისი 2018 00:43
0
ფედერაცია ბიუჯეტის ფულს ხალხის ნერვების წყვეტაზე უნდა ხარჯავდეს? მიეცით ფული უფრო პერსპექტიულ დარგებს. ძმაკაცობით არაპროფესიონალების შემოქმედება სახეზეა.
qomagi
19 ივლისი 2018 23:44
1
ფრუიძე ყოფილა მწვრთნელი მოიგო თამაში ოღონდ ბავშვებით არა :-)
დათო რუსთავიდან
19 ივლისი 2018 23:27
0
ეს თამაში წააგო მწვრთნელმა.რა ჩააცივდა ამ მეკარეს ძაან სუსტია და ცანცარა.რაღაზე მოიყვანეს ის მეკარე მაშინ.უაზრო რაღაცეებს რო აკეთებთ.ანდა ეს უკრაინელი ნახევარმცველი რად უნდათ...გაასწარი დროზე კოტეტიშვილი მაქედან.გუნდს რომ აკეთებდნენ კიდე მესმის.ან ამ ვეტერანებმა სულ დაკარგეთ თავმოყვარეობა, რას დაამსგავსეს თქვენი გუნდი და არცერთი ხმას არ იღებთ.კაცმა რომ გკითხოთ უფ დინამო არის თქვენი ცხოვრება...
კახა ქირია
20 ივლისი 2018 00:24
0
კლასს, სტრატეგიას და ნიჭს თავი რომ დავანებოთ, ხომ შეიძლება ბრძოლისუნარიანობა და ფიზიკური მომზადება მაინც გქონდეს?! ბოლოს და ბოლოს პროფესიონალი ფეხბურთელი გქვია! ამ თვისებებს მაინც არ სჭირდება ინფრასტრუქტურა და ძლიერი ქვეყანა. მაგრამ არა, არც ამ კომპონენტებში ვარგან!..დარწმუნებული ვარ ნახევარი მათგანი სიგარეტსაც ეწევა, პლანსაც და ალკოჰოლზეც უარს არ ამბობს!.....ამ სავალალო მდგომარეობა არც ფული უშველის და არც ფეხბურთის ფედერაცია(რაც არ ნიშნავს რომ მათ პასუხისმგებლობა არ ეკისრებათ) სანამ ეს დედა აფეთქებული მენტალური რევოლუცია არ მოხდება ქართველ ადამიანში და სიზარმაცეს არ მოერევა!!
ბესო
19 ივლისი 2018 23:15
0
მე სიგარეტიანი ფეხბურთელიც მინახავს, პრემიერ ლიგის გუნდებში, ფეისბუკი აჭრელებული იყო მათი სურათებით, ნარკომანი მარადონაც მახსოვს, 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატიდან რო გააგდეს, და ისეთი ნასვამი მესი ხელით რო გაიყვანეს მოედანზე, როცა ბარსა ტრიპლეტს ზეიმობდა 2009-ში ბარსას ორსართულიან ავტობუსში პირდაპირ ბოთლებიდან სვავდნენ ლუდს, ეს ავტობუსი დაახლოებით 2-3 საათი ნელა მოძრაობს მთელ ქალაქში სტადიონამდე სადაც დიდი ზეიმი იმართება, მაგრამ მეორე დღეს ისევ სავარჯიშო მოედანზე იყვნენ ყველანი და ისევ ბოლომდე იხარჯებოდნენ და მაგას ნუ დავაბრალეთ ამათ უვარგისობას.
ეგ რო შველოდეთ....
20 ივლისი 2018 14:06
0
ფიფია 2 წელი მაინც შეინარჩუნე გუნდი რომ ფეხბურთელებმა ერთმანეთი მაინც გაიცნონ კარგად.ვინც ოდნავ გამოიჩენს თავს მაშინვე ყიდის.ნუთუ ვერ უნდა ისწავლო შეცდომებზე! ნუ დაგვაწყვიტეთ ნერვები.
დდდ
19 ივლისი 2018 23:54
0
ღმერთო ისე ნუ წამიყვან ამ წუთისოფლიდან,სანამ ქართული ფეხბურთით არ ვიამაყებ(მგონი სიკვდილი არ მეღირსება)
ნანა
19 ივლისი 2018 23:40
0
ყველა ქვეყანას ყავს ერთი ნორმალური გუნდი ,,,ჩვენ რატო არ გვაქვს ამის უფლება ?????????????? ფიფია ან რაღაცას დაამსგავსე გუნდი ან ნუ გვატყუებ და დაგვანებე თავი სხვა ბიზნესი აკეთე
ოთო
20 ივლისი 2018 00:40
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული