ყოჩაღ "ჩიხურა"!!! - "ბეითარს" სტუმრად თამაში შემოუტრიალა და ევროპა ლიგის შემდეგ ეტაპზე გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპა ლიგის პირველი ეტაპის განმეორებით მატჩში "ჩიხურამ" გასვლაზე 2:1 დაამარცხა "ბეითარი" და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა.

ამ გუნდების პირველი შეხვედრა თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 0:0 დასრულდა და საჩხერელთა მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ თქვა, რომ მეტოქე ბევრ შეცდომებს უშვებდა და მათ გამოყენებას შეეცდებოდა.

ამ შეხვედრას იერუსალიმში დიდი ინტერესი არ გამოუწვევია, 33 500-იან სტადიონზე თავისი გუნდის მხარდასაჭერად ბევრი გულშემატკივარი არ მისულა.

მასპინძლები როგორც მოსალოდნელი იყო, დებიუტში მცირედ უპირატესობას ფლობდნენ, უტევდნენ, "ჩიხურა" კი კონტრიერიშებით პასუხობდა.  33-ე წუთზე "ბეითარის" თავდამსხმელის სილვესტრის დარტყმული ბურთი ხარიხას
მოხვდა. ტაიმის ბოლოს ჩვენმა
გუნდმა თამაში გაათანაბრა, შეუტია კიდეც, თუმცა უშედეგოდ.

alt"ბეითარის" მწვრთნელი გაი ლუზონი: 62-ე წუთიდან "ჩიხურამ" თამაშიდან გამოგვთიშა

თამაშის სურათი მეორე ტაიმშიც არ შეცვლილა და 62-ე წუთზე ვერედიმ საჯარიმოს გარედან დარტყმული ბურთი ჰამზიჩის კარის ცხრიანში გაიტანა. ფრუიძემ უმალ შეცვლები განახორციელა და მოედანზე შესვლისთანავე კაკუბავამ შორიდან და ოდნავ მახვილი კუთხიდან დალაშქრა ნიტცანის კარი. 82-ე წუთზე კი ახლო მანძილიდან მარკოზაშვილის დარტყმული ბურთი კაჰილას მოხვდა ხელზე, მსაჯმა პენალტი დანიშნა, რომელიც გაბედავამ გამოიყენა და "ჩიხურამ" გაიმარჯვა.

ყოჩაღ "ჩიხურას" და მის მწვრთნელს სოსო ფრუიძეს!




altშალომ იერუშალაიმიდან - "ბეითარ ტრამპი" დამარცხებულია, ჯერი "მარიბორზეა"


იერუსალიმი. "ტედი მალჩა"
ბეითარი - ჩიხურა 1:2
გოლები: 1:0 ვერედი (62), 1:1 კაკუბავა (73). 1:2 (გაბედავა 83, პენ)

ბეითარი: ნიტცანი, კუელარი, სიროსტეინი (ბერიჰონი 78), კაჰილა, პელეგი (ვარენე 58), ზაჰავი, საბო, კრიეფი, ინბრუმი, სილვესტრი, ვერედი

ჩიხურა: ჰამზიჩი, მაისაშვილი, ჩიკვაიძე, მირცხულავა, მეგრელიშვილი, ჩიტეიშვილი, დობროვოლსკი (კაკუბავა 71), ლექვთაძე (სარდალიშვილი 59), მარკოზაშვილი, ბუღრიძე (კახაბრიშვილი 72), გაბედავა

 

altრა ხდებოდა "ჩიხურას" გასახდელში "ბეითართან" მოგების შემდეგ [VIDEO]

altინციდენტი "ჩიხურას" მატჩში და 10 მლნ ზარალი "ბეითარს" - იერუსალიმის კლუბი შოკშია

alt"ჩიხურას" შემდეგი მეტოქე "მარიბორი" - გზა ლივერპულიდან საჩხერემდე

მკითხველის კომენტარები / 36 /
გაიხარეთ ბიჭებო! ასე მოუხდებათ მაგ უზრდელებს!
ფერნანდო
20 ივლისი 2018 00:28
2
ერთსულოვნება, გუნდური თამაში, თავდადება, და რათქმაუნდა ბატ სოსოს დიდოსტატობა ,წარმატებები მთლიან გუნდს,უფალი გფარავდეს
dato
20 ივლისი 2018 08:25
1
რა თქმა უნდა ვულოცავ ჩიხურას,ამ გამარჯვებას,ნამუსი მოწმინდა ქართულ ფეხბურთს,მაგრამ სად უყურეთ ხალხო თამაშს,ერთმა მაინც ამოთქვით.ღმერთი არა გწამთ?არა და სასაცილოა,ჩიხურას ბიუჯეტი და ბეითარი, 22 მილიონიანი ბიუჯეტით სიღარიბეს რომ ჩივის.ბიჭებმა დაამტკიცეს,რომ თუნდაც ღარიბი,მაგრამ შეკრულ შეთამაშებული კოლექტივი რამდენიმე დღის შეკრებილ,თუნდაც უფრო მაღალი კლასის ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ კლუბზე უფრო უკეთეს შედეგს მიაღწევს.ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა,რომ ევროტურნირებზე გასული კლუბები ზამთრის სატრანსფერო ბაზარზევე უნდა გაძლიერდნენ,თუ კი ოდნავ მაინც შედეგის მიღწევა უნდათ.ამის გულისათვის ფედერაციამ გათამაშების სისტემაც კი შეცვალა,მაგრამ კლუბების მესვეურები ფულს მაინც ვერ იმეტებენ და კვერცხი რომ მოადგებათ,მაშინღა იწყებენ საბუდარის ძებნას.შედეგიც სტაბილურად უარყოფითია და ასე გაგრძელდება მუდამ,თუ კლუბების მიდგომები არ შეიცვალა
სოსო
20 ივლისი 2018 12:33
0
ფრუიძე ჭკვიანი მწვრთნელია, გუნდის საბრძოლო განწყობაზე მოყვანაც შეუძლია და საერტთოდ ყოჩაღ ჩიხურა!
ალეკო
20 ივლისი 2018 10:21
0
ვულოცავ ჩიხურას, ევროთასებზე მან რვა გასვლით შეხვედრაში მხოლოდ ერთხელ წააგო.მართლაც კარგი მაჩვენებელია.
გია
20 ივლისი 2018 16:57
0
ჯიგრები ხართ ბიჭებო, გაიხარეთ ასე, ხომ გადააფსით მდიდარ დინამოს თავზე, აი იმის დასტური, რომ ფული არაა ყველაფერი.მთავარი კარგი სელექცია, ვარჯიში და თავდადება და არა ტოტალიზატორი დინამოსავით.
დათო
20 ივლისი 2018 12:41
2
მადლობა ჩიხურას და ვულოცავ ამ გამარჯვებას სრულიად საქართველოს. თავიდანვე ვიძახდი რომ ფრუიძე ერთადერთია ვინც არ ტყუოდა და ამბობდა ფული არ გვაქვს და ფეხბერთელს ვერ დავიმატებთო და უფულოდ აყვანილი ფეხბურთელებმა რაც ქნეს ტორპედოში გამოჩნდა, რაც ყავს ყველა გულიანად თამაშობს და არ გვარცხვენს მაინც სოფლის კი არა ძლიერ გუნდებთანაც და დარწმუნებული ვარ მარიბორსაც კაი წინააღმდეგობას გაუწევს, იმედია გადალახავს მარიბორის ბარიერსაც, მთავარია არ შევრცხვებით ვიცი. ღმერთი თქვენსკენ
roma
20 ივლისი 2018 11:20
0
ჩააბარეთ ამ კაცს ნაკრები რა იქნება. ტყუილად უხდით ვაისს ამდენ ფულს და ეს კაცი ისევ საქართველოში მაინც დახარჯავს რასაც აიღებს. ვაისზე ბევრად უკეთეს შედეგს დადებს დარწმუნებული ვარ
თემო
20 ივლისი 2018 10:57
1
ფრუიძეს კიარა ვისაც გინდა იმას ჩააბარე ძმაო ნაკრები,მანდ სხვა წვეტს ვინითამაშს და ვინარა სამწუხაროდ,სანამ იქნება შენიანი ჩემიანის მენტალიტეტი მანამ არეშველება არც ნაკრებს და არც ზოგადად ქართულ ფეხბურთს
euhh
20 ივლისი 2018 11:30
0
ვინც სამტრედიას ჩიხურას და ტორპედოს დასცინოდა და დინამოს აღმერთებდა ნეტა სადარიან ეხლა.დდ საღოლ ჩიხურას.
zaza
20 ივლისი 2018 11:13
0
ფრუიძე გაიხარე როგორც ჩვენ გაგვახარე! მადლობა ბიჭებს!
გულშემატკივარი იღებს იმას რასაც იმსახურებს
20 ივლისი 2018 12:13
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული