"ჩიხურას" შემდეგი მეტოქე "მარიბორი" - გზა ლივერპულიდან საჩხერემდე

AutoSharing Option
ევროპა ლიგის შესარჩევის მეორე ეტაპზე ორი ქართული გუნდი ითამაშებს: ქუთაისის "ტორპედო" და საჩხერის "ჩიხურა".

"ჩიხურას" მიერ "ბეითარის" ძლევის შემდეგ კლუბს ამოსუნთქვის საშუალება არ მიეცა და ეგრევე უფრო რთული მეტოქე ერგო, შარშანდელი ჩემპიონთა ლიგის მონაწილე გუნდი "მარიბორი". სლოვენიურმა გუნდმა, ორი შეხვედრის ჯამში, ალბანური "პარტიზანი" 3:0 ანგარიშით გამოთიშა.

პირველი შეხვედრა 26 ივლისს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება, ხოლო საპასუხო შეხვედრა - 2 აგვისტოს, მარიბორში.

altყოჩაღ "ჩიხურა"!!! - "ბეითარს" სტუმრად თამაში შემოუტრიალა და ევროპა ლიგის შემდეგ ეტაპზე გავიდა [VIDEO]

ცოტა რამ "მარიბორის"

შესახებ
"მარიბორი" სლოვენიის 14-გზის ჩემპიონია. ბოლოს მათ ეს ტიტული 2016/17 წლების სეზონში მოიგეს, წინა სეზონში კი ჩემპიონობა "ოლიმპიასთან" დათმეს.

კლუბი 1960 წელს დაარსდა და წარმატებას, ძირითადად, საკუთარ ჩემპიონატში აღწევდა. საერთაშორისო ტურნირებშიც იღებდა მონაწილეობას, თუმცა იქ განსაკუთრებული წარმატებისთვის არასდროს მიუღწევია.

"მარიბორი" ერთადერთი სლოვენიური კლუბია, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზე უთამაშია. წინა სეზონში ისინი "ლივერპულთან", "სევილიასა" და "სპარტაკთან" ერთად მოხვდნენ ჯგუფში. ისინი ორივე შეხვედრაში მოსკოვის "სპარტაკს" ფრედ, 1:1 ეთამაშნენ, "სევილიასთან" გასვლაზე 5:1 წააგეს და შინ 1:1 ითამაშეს, "ლივერპულთან" კი შინ 7:0 და გასვლაზე 3:0 დამარცხდნენ. საბოლოოდ მეოთხე ადგილი დაიკავეს და ტურნირს გამოეთიშნენ.

კლუბი ამავე სახელწოდების ქალაქის გუნდია, სადაც 100 000-მდე ადამიანი ცხოვრობს და სლოვენიაში სიდიდით მეორე ქალაქია. სტადიონის სახელი სიტყვა-სიტყვით ასე ითარგმნება: "ხალხის ბაღი", რომლის მოცულობაც 12 702 ადამიანს შეადგენს.

Sportall.Ge

რა ძალას წარმოადგენს "მარიბორი"?
ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის შემდეგ კლუბიდან დაახლოებით 15-მდე ფეხბურთელი წავიდა, თუმცა ძირითად ნაწილს სათადარიგო შემადგენლობაში მოთამაშე ფეხბურთელები შეადგენდნენ. ამჟამად კლუბის ღირებულება "ტრანსფერმარკეტზე" 12,35 მილიონ ევროს შეადგენს. "ჩიხურას" ღირებულება 3,05 მილიონია.

კლუბში 7 ფეხბურთელია, რომლებიც ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავენ. აგრეთვე, შემადგენლობაში 13 ლეგიონერი ჰყავთ.

ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი 22 წლის ფორვარდი ლუკა ზაჰოვიჩია, რომლის ფასი 1.10 მილიონი ევროა. ის კლუბის ბომბარდირიცაა, სლოვენიის ჩემპიონატში წინა სეზონში 25 მატჩში 18 გოლი გაიტანა.

გამორჩეულია 34 წლის ბრაზილიელი თავდამსხმელი მარკოს ტავარესიც, რომელიც გუნდის კაპიტანიც არის. მან წინა სეზონში ყველა ტურნირზე 22 გოლი გაიტანა, მათ შორის 5 ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპსა და შესარჩევში. ერთი გოლის გატანაც ამ სეზონში"პარტიზანთან" შეხვედრაში მოასწრო.

"მარიბორს" ერთი პრობლემა აქვს: კლუბს სამი ცენტრალური მცველი ჰყავს ტრავმირებული, მათ შორის - დენის სმე, რომელიც უკანა ხაზში გუნდის ერთ-ერთი ლიდერია.

რაც შეეხება ტრანსფერებს, კლუბმა ამ ზაფხულს სამი ფეხბურთელი შეიძინა. მთავარი შენაძენი ბოსნიელი მეკარე კენან პირიჩია, რომელიც ჯერჯერობით სათადარიგო შემადგენლობაშია და მთავარ მეკარეობას 40 წლის ჯასმინ ჰანდანოვიჩი განაგრძობს.

მოლოდინი

"ჩიხურას" "ბეითარზე" ძლიერი გუნდი ელოდება და შემდეგ ეტაპზე გასვლის ალბათობა ნაკლებია, მაგრამ სოსო ფრუიძე ალბათ რამეს მოიფიქრებს...

 

 

altრა ხდებოდა "ჩიხურას" გასახდელში "ბეითართან" მოგების შემდეგ [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 11 /
გეიგონეთ?
მეზარბაზნეები არ ყავთო, სამი ცენტრალური მცველი დამტვრეული ყავთ. მარა მიუხედავად ამისა, ჩიხურაზე გაცილებით ძლიერი გუნდია, ღმერთმა ქნას მოიგონ, აბა ჰე ბკაცებო! აბა ჰე და აბა ჰო!!!
გაგვახარეთ!
კ ო მ ბ ლ ე
18:05 20-07-2018
0
იკავით კორექტულები დაანებეთ თავი გუნდს და მწვრთნელს ,პირიკით გავამხნევოთ გუნდი წინ დიდი ბრძოლა ელით ,წარმატებები უფალი თქვენთაანაა
დათო ბ.უ
17:44 20-07-2018
0

სიახლეები პოპულარული