"ჩიხურამ" "მარიბორი" ვერ გატეხა და ევროპა ლიგის გათამაშებას გამოეთიშა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის საპასუხო მატჩში "ჩიხურა" 0:2 დამარცხდა "მარიბორთან" და გათამაშებას გამოეთიშა.

"მარიბორის" 13 000-იანი სტადიონი 2/3-ით შეივსო, გულშემატკივრები აქტიურად უჭერდნენ მხარს თავის გუნდს. "ჩიხურამ" მეტოქეს შტურმის საშუალება არ მისცა, თუმცა მის კართან რამდენიმე სახიფათო მომენტი კი შეიქმნა: მე-10 წუთზე ზაჰოვიჩი დაუსხლტა მარჯვენა ფლანგზე მეურვეს, ცენტრში ბურთი ტავარესს უპასა, რომელიც ცენტრალურ მცველებს გაექცა და მეკარესთან პირისპირ გასულმა ანგარიშის გახსნის კარგი შესაძლებლობა ვერ გამოიყენა. 27-ე და 30-ე წუთებზე კი საჩხერელთა მეკარე ჰამზიჩმა გადაარჩინა თავისი გუნდი.

ამის შემდეგ სოსო ფრუიძის
შეგირდებმა თამაშის გათანაბრება და მოწინააღმდეგის ნახევრზე აწევა მოახერხეს, შეუტიეს კიდეც. უშედეგოდ და შესვენებაზე გუნდები 0:0-ზე გავიდნენ.

მეორე ტაიმი სლოვენიელებმა აქტიურად დაიწყეს, მაგრამ "ჩიხურა" თავს ორგანიზებულად იცავდა და თან მოწოდების სიმაღლეზე იდგა ჰამზიჩი, რომელმაც სულერის თავური მოიგერია. თუმცა, "მარიბორმა" მაინც მოახერხა გოლის გატანა - ზაჰოვიჩი ცენტრალურ მცველებს გაექცა, ჩვენს გოლკიპერთან ერთი ერთზე გავიდა და 1:0.

საჩხერელებმა უმალ შეუტიეს და სარდალიშვილმა კარის აღების ორი კარგი შესაძლებლობა ვერ გამოიყენა. დამატებულ წუთებში მეტოქემ კონტრშეტევაზე დაგვიჭირა და ტავარესმა მეორე გოლიც გაგვიტანა, თამაშიც დასრულდა.

მარიბორი. "ლიუდსკი"
მარიბორი - ჩიხურა 0:0
გოლები: 1:0 ზაჰოვიჩი (70), 2:0 ტავარესი (90+6)

მარიბორი: ჰანდანოვიჩი, პიჰლერი, სულერი, ივკოვიჩი, ვილერი, ვრჰოვეცი, დერვიშევიჩი, ბაიდე (მესანოვიჩი 74), ჰოტიჩი (ვრსიჩი 88), ტავარესი, ზაჰოვიჩი (გრეტუ 86)

ჩიხურა: ჰამზიჩი, ჩიტეიშვილი, მირცხულავა, მაისაშვილი, ჩიკვაიძე (ჩიხლაძე 81), კაკუბავა (ბუხაიძე 86), სარდალიშვილი, ბუღრიძე, მარკოზაშვილი, კახაბრიშვილი (მეგრელიშვილი 67), გაბედავა

alt"მარიბორის" ფანებს თამაშის ხარისხი არ მოეწონათ და მესანოვიჩის ბრწყინვალე ფინტით აღფრთოვანდნენ

altქუთაისის "ტორპედომ" "ვიკინგური" ფარერების კუნძულებზეც გაანადგურა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 28 /
მადლობა ბიჭებო ბრძოლისთვის :)
ვაი
00:16 03-08-2018
3
34 წლისაა ის მარიბორის ბრაზილიელი ლეგიონერი და 90 წუთი ჩაატარა უმაღლეს დონეზე, მთელი თამაში სხიფათოდ უტევდა, საგოლე გადაცემა შეასრულა და გოლიც გაიტანა. სტატისტიკაც რომ ვნახე მთელი კარიერა მარიბორში აქვს გატარებული და ყველა სეზონში ნორმალურად გააქვს გოლები და ერთ-ერთი ლიდერი გუნდის. იქ თუ ნახულობენ ასეთ ლეგიონერებს ჩვენს კლუბებს რა ჯანდაბა ჭირთ ამის დედაც...
Ziqenbud
01:41 03-08-2018
0

სიახლეები პოპულარული