უსაფრთხოება და ვიზები - ქუთაისის "ტორპედოს" ალბანეთში პრობლემები შეექმნა

AutoSharing Option
როგორც მოსალოდნელი იყო, ქუთაისის "ტორპედოს" ალბანეთში გარკვეული პრობლემები მაინც შეექმნა.

მას შემდეგ, რაც "კუკეშის" თბილისში სტუმრობის დრო რამდენიმე ფეხბურთელს ვიზა არ მისცეს, ალბანურმა კლუბმა ამაში "ტორპედო" დაადანაშაულა. საბოლოოდ, 4-დან 2 ფეხბურთელს ვიზა მისცეს და მათ თბილისურ მატჩში ითამაშეს კიდევაც, თუმცა ალბანური მხარე უკმაყოფილო დარჩა.

ახლა კი "ტორპედოს" ორ ლეგიონერს, არფანგ დაფესა და გლეოფილო ვლიტერის ალბანურმა მხარემ არ მისცა ვიზა.

ქუთაისის "ტორპედოს" "ფეისბუქგვერდმა" განცხადება გაავრცელა, სადაც "კუკეშის" მხრიდან წარმოჩენილ პრობლემებზე საუბრობს.

"1. ისევ უსაფუძვლო ბრალდებები - ამჯერად უკვე ალბანეთში სტუმრად ჩასული
კლუბის მიმართ...
2. არფანგ დაფესა და გლეოფილო ვლიტერის მოწესრიგებულად და დიდი ხნის წინ წარდგენილ ვიზებზე სრული იგნორი...

ამ ყველაფრის შემდეგ "კუკეშისა" და "ტორპედოს" მატჩი ალბანეთში უეფას უსაფრთხოების ოფიცრის თანდასწრებით ჩაივლის. იგი აუცილებლად გააკონტროლებს მასპინძელი კლუბის მხრიდან უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვის საკითხებს ძალიან მკაცრად, ისევე, როგორც უეფას დელეგატი გააკონტროლებს ალბანელების მასპინძლობის თემებს, რისთვისაც უეფას დიდ მადლობას ვუხდით", - წერია "ტორპედოს" განცხადებაში.

Sportall.Ge

alt"კუკეშის" პრეზიდენტი უეფას: დასაჯეთ "ტორპედო"!.. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოგვატყუა

alt"ტორპედო": ჩვენს მიმართ ბრალდება უსაფუძვლოა, მატჩს ჩაშლა არ ემუქრება

alt"კუკეში": ეს საქართველოს მხრიდან რასიზმია და "ტორპედოსთან" ყოველგვარ ურთიერთობას ვწყვეტთ

altრატომ არ მისცეს "კუკეშის" ფეხბურთელებს ვიზა? - "ტორპედოს" პასუხი

alt"კუკეშის" 4 ფეხბურთელს ვიზა არ მისცეს, ალბანელები "ტორპედოს" ადანაშაულებენ

მკითხველის კომენტარები / 12 /
ტორპედოელებო, დღეს ქართული ფეხბურთის გულშემატკივარი ყველა თქვენს გვერდით ვართ. დღეს ქუთაისის ტორპედო საქართველოს სახელს იცავს და ისე უნდა უქომაგოთ, როგორც საქართველოს ნაკრებს. ძალიან, ძალიან სასიხარულო იქნება, თუ ქუთაისის ტორპედო გაჭრის გზას ევროლიგისკენ. ქუთაისელო ფეხბურთელებო და გულშემატკირებო გისურვებთ არამარტო დღეს გამარჯვებას, არამედ შემდგომ ეტაპზეც, რომ ბოლოდაბოლოს ქართული ფეხბურთი გამოჩნდეს ევროპაში.
გიზოგ
12:40 16-08-2018
0
თუ ტორპედო მაგათ კრიმინალ საქციელს არ აყვება გასული ვართ თუ არა და მსაჯი წითლებს არ დაიშურებს ამიტომ თამაშს მიხედეთ არ აყვეთ.
samtredski
21:14 15-08-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული