10-ბალიანი სისტემა - "ტორპედოს" ფეხბურთელების შეფასება "ლუდოგორეცთან" მატჩში

AutoSharing Option
ევროპა ლიგის პლეი-ოფის პირველ მატჩში "ტორპედო" "ლუდოგორეცთან" 0:1 დამარცხდა.

"მიხეილ მესხის სტადიონზე" მისულმა ხალხმა არცთუ ისე თვალსასეირო მატჩი იხილა, თუმცა "ტორპედოს" გულშემატკივრობა არ მოჰკლებია და არც ხალხი გაქცეულა პირველი გოლის შემდეგ.

გთავაზობთ "ტორპედოს" ფეხბურთელების 10-ბალიან შეფასებებს:

როინ კვასხვაძე 7.0 - "მეტი გოლის გატანაც შეგვეძლო, თუმცა როინ კვასხვაძემ არ მოგვცა ამის საშუალება და მინდა მისი თამაში გამოვარჩიო" - ეს ჩემი სიტყვები არ არის, ეს "ლუდოგორეცის" თავკაცის, პაულო აუტუორის კომენტარია. საქართველოს ნაკრების მეკარემ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა, ძალიან მნიშვნელოვანი "სეივები" გააკეთა (6) და
გუნდი უფრო დიდი ანგარიშით მარცხისგან იხსნა.

ლევან გეგეჭკორი 5.0 - "ლუდოგორეცის" ფეხბურთელები მარჯვენა ფლანგს არ ტვირთავდნენ და იყო მომენტები, რომ გეგეჭკორს შეტევებში ჩართვის დროს მეტი თავისუფლება ეძლეოდა. თუმცა მის მიერ წამოწყებული შეტევები გაურკვეველი მიმართულებით გადაცემული ბურთით სრულდებოდა და შედეგი არ მოჰქონდა. დაცვაშიც ბევრი საქმე არ ჰქონია, ბულგარელები ძირითადად საპირისპირო ფლანგს იყენებდნენ.

მამუკა კობახიძე 5.5 - კობახიძე შეხვედრის პირველ ნახევარში კარგი იყო და საკუთარ ტერიტორიაზე საკმაოდ ნაყოფიერად იცავდა საჯარიმოს. თუმცა მეორე ტაიმში დაღლა დაეტყო და რიგ მომენტებში შეცდომებსაც მოუმატა, თუნდაც 69-ე წუთზე, როდესაც სისინიო გაექცა და კვასხვაძემ გუნდი მეორე გოლისგან იხსნა.

ალექსანდრ აზაცკი 4.5 - გოლის მომენტში თითქოს აზაცკიმ გვიან დაიწყო ფიქრი და მერე აღარც იცოდა, რა გაეკეთებინა, უაზროდ წაიფორთხიალა. არადა, ცენტრალურ მცველს გაცილებით მეტი მართებდა იმ მომენტში და მოწოდების სიმაღლეზე მყოფი ფეხბურთელი, მინიმუმ, ვანდერსონს სივრცეს არ მისცემდა. სხვა შემტევებშიც აზაცკი სარგებლის მომტანი არ იყო, ბევრჯერ შეცდა და მისი შეცდომის გამოსწორება კობახიძეს მოუწია.

ლაზარ მარინი 4.0 - ბულგარელმა, გაშვებული გოლის მომენტის გარდა, არაერთ მომენტში დაკარგა პოზიცია და იმერელთა შემადგენლობაში ყველაზე სუსტად გამოიყურებოდა. ამ შეხვედრაში მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კატასტროფულად დაბალი იყო და მის ფლანგზე იგივე ვანდერსონი რასაც უნდოდა, იმას აკეთებდა. მარინის ცუდი თამაშით გამოწვეული იყო ისიც, რომ მეტოქემ მაქსიმალურად დატვირთა მისი ფლანგი.

მარეკ გლინგა 6.5 - აი, ქუთაისის "ტორპედომ" ორი სხვადასხვა ტაიმი ჩაატარა, როცა დარბოდნენ და როცა დაღლილები დარბოდნენ. ეს ფაქტორი სლოვაკ ფეხბურთელსაც შეეტყო. ის მცველებს სათანადოდ ვერ აზღვევდა. სამაგიეროდ, ნაყოფიერი იყო შეტევების წამოწყებისას. მან რამდენიმე მნიშვნელოვანი და ლამაზი პასი გააკეთა.

მათე ცინცაძე 5.0 - გოლის მომენტში ცინცაძეც შეცდა, რადგან საგოლე გადაცემის ავტორმა მარსელინიომ ისე ჩაუქროლა, არც კი გაუგია და რომ შეამჩნია, უკვე ვანდერსონს ჰქონდა ბურთი. ცინცაძეს შეუძლია გუნდის "ტვინი" გახდეს, მაგრამ როგორც ფიზიკური - ასევე სათამაშო თვალსაზრისით ამისგან შორსაა.

გრიგოლ დოლიძე 6.0 - შეხვედრის ბოლოს ერთი კურიოზული ფაქტი მოხდა, დოპინგტესტზე გრიგოლ დოლიძე და თენგიზ წიქარიძე გაიყვანეს. გრიგოლ დოლიძე 35 წლისაა. მისგან მეორე ტაიმში დაღლა და ნაკლებად აქტიურობა მოსალოდნელი იყო. დოლიძეს რა უნდა უთხრა, როცა მასზე გაცილებით ახალგაზრდა ფეხბურთელები უფრო ადრე დაიღალნენ. თუ შედარებაზე გვექნება საქმე, დოლიძე შეტევაში ყველაზე კარგი იყო. იყო მომენტები, როცა კარგი პასის გაცემის საშუალებაც ჰქონდა, თუმცა დააგვიანა.

P.S მან შეუცვლელად ითამაშა.

გიორგი კუხიანიძე 5.5 - კუხიანიძე სადღაც დაკარგული იყო, მეტოქის მცველებთან და საყრდენებთან ორთაბრძოლაში ის გამარჯვებული ნაკლებად გამოდიოდა. არადა, გვახსოვს მისი "კუკეშთან" მატჩი, მაგრამ "ლუდოგორეცთან" მას მეტოქე მაქსიმალურად კეტავდა.

გიორგი ქიმაძე 5.0 - ქუთაისელთა ვინგერმა ამ საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მატჩი ჩაატარა. მის იმედად მყოფი გულშემატკივარი ამჯერად ვეღარ გაახარა და მისი ქმედებები არ იყო შედეგიანი. საბოლოოდ ჩხეტიანმა ის პირველი შეცვალა.

მილოშ ლაჩნი 5.5 - დასაფასებელია ის, რომ მუდმივად ბრძოლაში იყო ჩართული, თუმცა, როდესაც საჭირო იყო და ფლანგიდან ჩაწოდება ხდებოდა, ხშირად მის პოზიციაზე არ იმყოფებოდა და ბურთიც უმისამართოდ იკარგებოდა. კლუბში ლაჩნისგან გაცილებით მეტს უნდა მოითხოვდნენ, რადგან ის რიგ მომენტებში შეტევების შემაფერხებელი ფაქტორია.

ცვლილებები
თორნიკე კაპანაძე - სასაცილო იყო ის, რომ კაპანაძეს მასზე გაცილებით მაღალ მცველებთან ბურთს ფლანგიდან უწოდებდნენ და რა თქმა უნდა, ორთაბრძოლებში მარცხდებოდა. არადა, კაპანაძეს სულ სხვა სახის პასები ესაჭიროებოდა, თუმცა ამაზე არავინ ფიქრობდა.

არფანგ დაფე - სენეგალელმა ლეგიონერმა ქუთაისელთა შეტევები უფრო გამოაცოცხლა და რამდენიმე ლამაზი ფინტიც შემოგვთავაზა. ალბათ, უკეთესი იქნებოდა, შედარებით ადრე ჩაერთოთ შეხვედრაში და მეტი დრო მისცემოდა.

ლევან კუტალია - კუტალიას მცირე დრო ჰქონდა რაიმეს შესაქმნელად. რამდენჯერმე შეეცადა, თუმცა განსაკუთრებული არაფერი არ მოჰყოლია.

კახა ჩხეტიანი 5.5 - "ტორპედომ" რომ შეხვედრის დასაწყისიდანავე ინიციატივა საკუთარ ხელში აიღო, ეს კარგი იყო და გულშემატკივარიც კმაყოფილი დარჩა, თუმცა, როდესაც ფეხბურთელები შეტევაში გადადიოდნენ, მრჩებოდა შთაბეჭდილება, რომ არ იცოდნენ, რა უნდა გაეკეთებინათ. ქუთაისელთა შეტევების დასასრული ასეთი იყო - ჩაწოდება საჯარიმოში და იქ დაკარგული ბურთი. ეს ყველაფერი რომ შესამჩნევი გახდა, ჩხეტიანს მართებდა ალტერნატიული შეტევის გზების მოფიქრება, თუმცა თამაშის დასასრულამდე მსგავსი რამ არ გვინახავს.

altუქომაგე ქუთაისის "ტორპედოს" ბულგარეთში - გთავაზობთ წასვლის იაფ ვარიანტს

altწინ მატჩ-რევანშია - რას წერენ და ამბობენ ბულგარელები "ტორპედო" - "ლუდოგორეცის" თამაშზე?

alt "ტორპედო" "ლუდოგორეცს" ვერ მოერია - მეტოქე სამშობლოში გამარჯვებული ბრუნდება [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 11 /
ორი დღის წინანდელ სტატიებს დღევანდელად რატომ ასაღებთ :)))

მადლობა გამოქვეყნებისთვის :)
კოტე
27 აგვისტო 2018 21:32
0
არ დაიგალეტ? ერტიდაიგივე სტატია მერამდენედ უნდა დადოტ?
ave
27 აგვისტო 2018 18:32
0
გუნდი აქამდე მივიდა დახმარება უნდა , კონტროლი მაგრა შეგვიძლია საქმის კეთება არავის. იმათ რაც შეუძლიათ აკეთებენ, არ შეიძლება ყველას აჯობო მითუმეტეს ქართულმა კლუბმა. . ეს ბარჩევები შიგა ჩემპიონატში გააკეთეთ თუ ვინმეს გული შეგტკივათ, ახლა გვერდზე დგომა უნდა ტორპედოს და უნდა გრძნობდნენ რომ მარტო არ არიან.. ჯერ ბალესჩიკობა ვისწავლოთ
რაც ჩვენ გვევალება ისინი თამაშს ისწავლიან...
Sos
27 აგვისტო 2018 11:30
1
ქართული ფეხბურთი რა დღეშიცაა იქიდან გამომდინარე ტორპედო თუ ჯგუფურ ეტაპზე გავიდა ეს იქნება სასწაული.....და სასწაული როცა ხდება თვალები უნდა დახუჭო და არა პირიქით
babu
25 აგვისტო 2018 21:30
4
რატო წვალობ, ჩვენც ვიცით რო არა მარტო ტორპედო მთლიანად საფეხბურთო საქართველოა ყელამდე ნაგავში, მაგათი მინუსების ჩამოსათვლელად ორივე ხელის ტითები არ გეყოფა.
ჰაჰა-s
25 აგვისტო 2018 19:59
0
მეკარეს უფრო მაღალ ქულას დავუწერდი.რაც შეეხება მატჩის ანალიზს,ამ პორტალზე და ლელოში დაბეჭდილ ანალიზებზე გაცილებით მოკლე,მაგრამ გაცილებით სრულყოფილი ანალიზი აქვს "ჰაჰას".ერთადერთი,რაც ჰაჰამ ცალკე არ გამოჰყო,მაგრამ ჩემი აზრით გამოსაყოფი იყო ის არის,რომ რამდენჯერმე,როცა კონტრშეტევის შანსი მოგვეცა,ჩვენი შემტევები არასწორად იშლებოდნენ და ერთმანეთს ხელს უშლიდნენ.ეს ელემენტარული რაღაცეები მათ უკვე სკოლაში უნდა სცოდნოდათ
სოსო
25 აგვისტო 2018 18:48
0
კახა ჩხეტიანი 5.5 --- სასაცილოა. 1.5 უნდა დაუწეროთ ამას გუნდს საერთოდ არ ეტყობა მწვრთნელის ხელი. სტრატეგიას ვერ საზღვრავს და ვარჯიშებზეც არ გავს დალაგებულ კომბინაციებს გუნდი რასაც აკეთებს
gia
25 აგვისტო 2018 15:00
2
რამდენიმე შენიშვნა: ტორპედომ კი არ შეუტია თავიდან, იმათმა დათმეს ცენტრი. 2) გუნდმა არ იცოდა როგორ შეეტია ანუ როგორც თქვენ იძახით პირველ ნომრად (რა უბედურებაა, ამ ტერმინს სადმე ხმარობენ?) თამაში არ იციან. ამიტომ გადაიღალა ბევრი. 3) ქიმაძემ ყველაზე ცუდად ითამაშა ქულა -3.0, შეიძლება ამით აიხსნას მარინის სუსტი თამაშიც. 4. შეტევაში პასს ვაგვიანებთ, ამიტომაც ჩვენები ხსირად იყვნენ თამაშგარეში. პლიუს ვერ ხვდებოდნენ, რომ თამაშგარეში იყვნენ და ბრაზდებოდნენ პარტნიორზე. 4) ყველაზე მთავარი ნებისმიერი ქართველის გაჭირვება- ბურთის დამუშავებისას დიდ დროს კარგავენ, ან არასწორად აკეთებენ და ტემპი და სივრცე იკარგება. 5) დოლიძეს უფრო აქტიურად უნდა ეთამაშა, ხოლო შემდეგ უნდა შეეცვალათ კაპანაძით. ლაჩნი უნდა დარჩენილიყო, თუნდაც იმიტომ რომ ძალა ქონდა. 6. დაფე არ ვარგოდა, პირიქით თავისი უტექნიკობით რამდენჯერმე ბურთი აუტში გაუშვა. ამ დროს იმათი მარცხენა ფრთა/დაცვაში სუსტი ან დაღლილი იყო, იქნებ იქ მაინც ვისარგებლოთ ამითი?
ჰაჰა
25 აგვისტო 2018 14:28
2
მოწინააღმდეგე მეორე ნომრად რომ გეთამაშება და ვერაფერს რომ ვერ გააკეთებ იქ უკვე წააგე თამაში
babu
25 აგვისტო 2018 14:01
7
ვერაფერს თუ ვერ გააკეთებ, ისედაც წააგებ თამაშს, რა მნიშვნელობა აქვს, მეორე ნომრად გეთამაშება თუ პირველად ))
კოტე
25 აგვისტო 2018 16:49
0
კვასხვაძე ძირითადში ლატვიასთან მაგაზე მაგარ ფორმაში არამგონია სხვა მეკარე იყოს
912
25 აგვისტო 2018 13:30
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული