ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" შსს-ში დაუდასტურეს.
უწყებაში სხვა დამატებით დეტალებზე ვერ საუბრობენ.
საქმე ეხება კოტე მორგოშიას მხრიდან ფეხბურთელ გურამ კაშიას მისამართით სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებებს, სადაც ის ფეხბურთელს შეურაცხყოფას აყენებს.
აღნიშნულის შემდეგ კაშიამ საკუთარი "ფეისბუქპროფილი" გააუქმა.
საქმე ჰოლანდიის ჩემპიონატში არნემული კლუბის ერთ-ერთ მატჩს ეხება, რომელზეც კაშიას კაპიტნის სამკლავური "ფობიის საწინააღმდეგო კამპანიის", კერძოდ, ცისარტყელას ფერებში იყო შეღებილი. მაშინ საზოგადოების ერთი ჯგუფი აცხადებდა, რომ ამით გურამ კაშია ლგბტ თემის პროპაგანდაში ჩაერთო.
Taz.de: ჰომოფობია საქართველოში ნამდვილად აქტუალურია
გურამ კაშიამ კრიტიკოსებს უპასუხა, მხარდამჭერებს კი მადლობა გადაუხადა
წყარო: ipn.ge