კონსტანტინე მორგოშია თავის პოსტზე: მუქარა მანდ არაფერი არ არის და ვერც იქნება

AutoSharing Option
"ქართული მარშის" წევრი კონსტანტინე მორგოშია თბილისის მთავარ სამმართველოში დაკითხვაზე იმყოფება. მორგოშია გამოკითხვაზე გურამ კაშიას მიმართ მუქარის შემცველი განცხადების გამო დაიბარეს, თუმცა თვითონ მორგოშია აცხადებს, რომ მის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსი მუქარის შემცველი არ არის.

"მუქარის შემცველი ვერანაირად ვერ იქნებოდა იმიტომ, რომ იმ პოსტის უკან ქრონოლოგიურად ზუსტად იყო გაწერილი ის პროტესტის ნიშნები, რაც დაგეგმილია და იქ არაფერი არ არის უკანონო და შესაბამისად, ვერც ვერაფერი იქნება მაგაში მუქარის შემცველი. თუ სტვენა და გულშემატკივრის გამოხატვა თავის პოზიციის, მუქარაა, რაღაც არა მგონია. მუქარა
მანდ არაფერი არ არის და ვერც იქნება. ათიათასობით გულშემატკივარია, ვინც მის პოზიციას და მის საქციელს გმობს და გასაკვირი იქნებოდა, რომ ესეც არ ყოფილიყო. მე რომ სულ დამაკავონ, უარესს მიიღებენ. თუ უნდა მისულიყო, სიტყვაზე, ათასი კაცი, მივა ასი ათასი. ეს არის და ეს. დანარჩენი თავიანთი გადასაწყვეტია", - განაცხადა კონსტანტინე მორგოშიამ.

როგორც ცნობილია, 9 სექტემბერს, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ლატვიას დაუპირისპირდება. შეხვედრა "დინამო არენაზე" გაიმართება. "ქართული მარში" და მისი მხარდამჭერები სტადიონთან მისვლას და კაშიას წინააღმდეგ აქციის ჩატარებას გეგმავენ.

altშსს-მ გურამ კაშიას საქმეზე კოტე მორგოშია გამოკითხვაზე დაიბარა

წყარო: ipn.ge

მკითხველის კომენტარები / 17 /
ხალხო არავინ ფაიძულებთ თქვენ რომ არ ფქონდეთ არავითარი პროტესტის გრძნობა, რომ გინდა ღუ არა მოგწონდეთ ეს ჟესტი ან ლგბტ პირების მხარდამჭერები იყოთ, მარა ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს რომ ეს პროტესტის გრძნობა შეგიძლიათ გამოხატოთ ძალადობით და ცემა-ტყეპით და ვინმეს შეურაცხყოფით... ზუსტად ამას ამბობს კაშიაც თავისი ქცევით, რომ ნუ შევურაცხყოფთ ერთმანეთსო და პატივისცემისკენ მოუწოდებს ყველას და თუ ამას ვერ ხვდებით თქვენი პრობლემაა, სასოგადოება საბოლოოდ სწორად ფანსჯის ყველაფერს, უბრალოდ მერე რო მოგეკითხებათ ამ წუთას სხვა პრობლემას ქმნის, იმიტომ რომ სანამ მოგეკითხებათ ნაკრების თამაშია და ალბათ ბოლო პერიოდის ყველა მნიშვნელოვანი ტურნირის დასაწყისში და მის წარმატებით დაწყებაში ძალიან უშლის ეს ყველაფერი ხელს... თორე ვინაა მართალი და ვინ მტყუანი ეს ცხადზე უცხადესია... თუმცა თქვენც გაქვთ უფლება რაიმე საკითხში იყოთ მტყუანი, მაგრამ მერე იყავით მტყუანები რო მორჩება ყველაფერი და იყავით მტყუანები თქვენთვის, ნუ შეურაცხყოფთ ნურც ლგბტ ადამიანებს და ნურც ტრადიციული ორიენტაციისას, ამის უფლება არ გაქვთ და გაიგეთ ბოლო-ბოლო
რა მაფიაა?
30 აგვისტო 2018 02:59
5
რამხელა წარმოდგენა აქვს თავის თავზე.ასი ათასი კაცი მოვაო.რაც ნაკლები .....ამ ილუზიებით რომ ცხოვრობთ იმტიტომ აზროვნებთ მასე.ყველაფერი იმ პატარა გოგოს და მისი მშობლის შეურაცყოფა რომ შეგრჩათ მაგის ბრალია.უბრალოდ პატრონი არ გამოუჩნდათ...მარა მაინც შეგეშინდათ და უცებ წაშალეთ ყველაფერი.ისე კი მოგაგვთ თავი.


კახა ქირია
30 აგვისტო 2018 14:24
1
უმცირესობების დამცავებთან არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს, პირიქით სწორი საქმეა. აი კაშია კი ფეხბურთს უკეთ რომ თამაშობდეს ის აჯობებს...
პავლე
30 აგვისტო 2018 02:37
4
ეს ტიპი ჩვეულებრივი მოღალატეა, მაგრამ მოღალატედაც არ ვარგა
oceola
31 აგვისტო 2018 00:38
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული