მარტვილის "მერანმა" ახალი სეზონისთვის ერთბაშად შვიდი ფეხბურთელი დაიმატა

AutoSharing Option
ახალი სეზონისთვის მზადებას შეუდგა მარტვილის "მერანი". მეგრული კლუბის ღირსებას ახალ სეზონში შვიდი ახალწვეული დაიცავს.

"მერანში" ითამაშებს კამერუნელი ლეგიონერი, 27 წლის მეკარე - ანდრე ნონოსი, რომელიც გასულ სეზონში წყალტუბოს "სამგურალის" რიგებში გამოდიოდა და შესანიშნავ ფორმაშიც იმყოფებოდა, რის გამოც სამართლიანად დასახელდა ეროვნული ლიგა 2-ის მეოთხე წრის საუკეთესო ფეხბურთელად. ნონოსმა საფეხბურთო კარიერა საქართველოში, "სქურში" დაიწყო და სხვადასხვა დროს შემდეგ კლუბებში თამაშობდა: "ნორჩი დინამო", "სასკო", "თსუ", "სქური", "მეშახტე". "სამგურალი".

"მერანს" დაუბრუნდა ზაურ გოგუაძე. 22 წლის, ტექნიკური ნახევარმცველი 2014-15 წლებში ქუთაისის "ტორპედოს" ღირსებას იცავდა, 2016
წელს კი მარტვილის "მერანში" გამოდიოდა იჯარის წესით. შემდეგ ისევ ქუთაისურ გუნდს დაუბრუნდა. 2017 წელს ლანჩხუთის "გურიაში" ასპარეზობდა, გასული სეზონი კი წყალტუბოს "სამგურალში" გაატარა.

კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელსაც "მერანში" ადრე უთამაშია, გამოცდილი, ტანმაღალი ფორვარდი - გაგა ჩხეტიანი გახლავთ. ჩხეტიანმა 2011-12 წლებში ისრაელში იასპარეზა, საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი "ჩიხურას", მარტვილის "მერანის", ვანის "სულორის" და წყალტუბოს "სამგურალის" ღირსებას იცავდა.

2012-13 წლებში ქუთაისის "ტორპედოში" დაიწყო საფეხბურთო კარიერა ბაქარ ლაღაძემ, რომელიც ამპლუით ნახევარმცველია. 23 წლის ფეხბურთელს თავის დროზე "ტორპედოში", ქობულეთის "შუქურასა" და წყალტუბოს "სამგურალში" უთამაშია. ამიერიდან ლაღაძეც "მერანის" რიგებში ითამაშებს.

"სამგურალის" კიდევ ერთი ფეხბურთელი, გუნდის კაპიტანი და ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე - ბექა ბიბილაშვილი იასპარეზებს "მერანში".

25 წლის მცველი - უშანგი ბანძელაძე, რომელსაც ნახევარდაცვაშიც შეუძლია თამაში, უკვე მარტვილის "მერანის" ფეხბურთელია. ბანძელაძე ჯერ წყალტუბოს "სამგურალში", შემდეგ ქუთაისის "ტორპედოში", ბოლოს კი ისევ "სამგურალის" რიგებში გამოდიოდა.

რაც შეეხება კიდევ ერთ ახალწვეულს, ვანის "სულორის" ყოფილი ფეხბურთელი - ამირან როხვაძე გახლავთ. როხვაძემ საფეხბურთო კარიერა, ძირითადად, "სულორში" გაატარა და საუკეთესო სეზონი 2015-16 წლებში ჰქონდა, როცა 21 გოლი გაიტანა.

ეს გახლავთ იმ ფეხბურთელების არასრული სია, რომლებიც 2019 წლის ლიგა 3-ის ჩემპიონატში "მერანის" ღირსებას დაიცავენ. გუნდის ჩამოყალიბების პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება და უახლოეს დღეებში გაგაცნობთ იმ ახალწვეულთა ვინაობას და ასევე იმ ფეხბურთელების სიასაც, რომლებიც ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვებენ "მერანს" და ახალი სეზონიდან სხვა გუნდებში გააგრძელებენ საფეხბურთო კარიერას.

altბათუმის "დინამოს" მარტვილის "მერანის" ფეხბურთელი შეუერთდა


მომზადებულია მარტვილის "მერანის" Facebook-გვერდის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 2 /
და რა მერე? ფ იმჯიას მორიგი ხუშტური მოუვა და ისევ რაღაც სისულელეს გააკეთებს შარშანწინდელივით, როცა უმაღლეს ლიგაში ფაქტიურად გადმოსულ გუნდს მწვრთნელი შეუცვალა და ყველაფერი წყალში გადაყარა. თავში რაც წერია სწორედ ინჯიაზეა მისადაგებული.
ორი ბატის მწყემსს თავი სარდალი ეგონაო
10:28 07-01-2019
2
მიქაცე გასაგდები იყო და გამოაგდეს მერანიდან კიდევაც,,ვერ დარცებოდა იქ იცოდა ტუ რაც მოუვიდოდა და გაასწრო
jiji
22:57 08-01-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული