ესპანელმა ნახევარმცველმა თბილისის "დინამოს" "ალმერია" ამჯობინა

AutoSharing Option
33 წლის ესპანელი ფეხბურთელი დავიდ როჩა "ხიმნასტიკიდან" "ალმერიაში" გადავიდა.

როგორც ესპანური diarimes.com-ი იუწყება, ესპანელი ნახევარმცველი თბილისის "დინამოში" გადასვლასთან ახლოს იყო, თუმცა საბოლოოდ ლა ლიგა 2-ში დარჩენა გადაწყვიტა და კარიერას "ალმერიაში" გააგრძელებს.

"მისი შემდეგი გაჩერება შეიძლებოდა თბილისის "დინამო" ყოფილიყო, სადაც ის ორ ძველ ტარაგონელ ნაცნობს - ჩისკო მუნიოსს და ფრან კარბიას შეხვდებოდა. პირველი თბილისური კლუბის ყოფილი მოთამაშე და ამჟამინდელი სპორტული დირექტორია, მეორემ კი ბოლო 6 წელიწადი "რეუს დეპორტივოში" გაატარა. ბოლო წუთში კი "ალმერიას" ინტერესი გაჩნდა და როჩაც ესპანეთში დარჩა" - წერს
საიტი.

მიმდინარე სეზონის პირველი ნახევარში დავიდ როჩამ ლა ლიგა 2-ში 18 მატჩი ჩაატარა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

altთბილისის "დინამო" აღარ ხუმრობს - არგენტინელი თავდამსხმელით გაძლიერდა

altთბილისის "დინამომ" ალჟირული წარმოშობის ფრანგი მცველი დაიმატა

altგიორგი პაპავა თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 2 /
მისი ნებაა.ვისთვის როგორ და ჩემთვის დონამოზე მაღლა მხოლოდ ცა და ღმერთია.
კარუზო 9
15:51 25-01-2019
12
სამწუხაროა! მაგარი წარმატებული ფეხბურთელი გამოაცალა ხელიდან დინამოს ალმერიამ.. :)))))))))))
ბლაბლა
15:40 25-01-2019
3

სიახლეები პოპულარული