დაკავებული ფეხბურთელი ლაშა ჩაფიძე მოსამართლეს: შეცდომა დავუშვი, 22 ივნისს ქორწილი მაქვს და გთხოვთ, გაითვალისწინოთ

AutoSharing Option
გარიგებული მატჩების საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი ფეხბურთელი ლაშა ჩაფიძე ამბობს, რომ მან შეცდომა დაუშვა.

ადვოკატების მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებაზე შუამდგომლობის დაყენების შემდეგ ბრალდებულმა მოსამართლეს მიმართა და მისი მდგომარეობის გათვალისწინება სთხოვა.

"შეცდომა დავუშვი. დედა მყავს ცუდად. ასევე, 22 ივნისს მაქვს ქორწილი და გთხოვთ, ეს ყველაფერი გაითვალისწინოთ", - მიმართა ლაშა ჩაფიძემ მოსამართლეს.

შეგახსენებთ, საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა 8 მოქმედი და 3 ყოფილი ფეხბურთელი მატჩების ჩაწყობის ბრალდებით, 19 მაისს დააკავა.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 8 /
ამათიც მესმის გუნდი ხელფასებს ვერ უხდიდა, მაგრამ აი ის ჯაყელი არის ყველაზე დიდი ნაძირალა, ორ პირი და ჯიბიდან გავარდნილი ყაჩაღი!
ვაჟა
27 მაისი 2019 17:42
0
ესეთი ფული ქორწილში შეგერგებოდა ძამია?
mnnn
22 მაისი 2019 18:55
4
ალბათ ქორწილისთვის აგროვებდა ფულს :( ვაი, საცოდავო პროფესიონალზმო ;დ -_-
ზუზუ
22 მაისი 2019 14:11
2
როცა გაყიდა თამაში მაშინ არ ახსოვდა ქორწილი?
gio
22 მაისი 2019 13:05
2
ქორწილი რო ახსოვდა მაგიტომ გაყიდა
22 მაისი 2019 17:59
1
მართალი ხარ, ზოგი უფრო გაჭირვებული და გაცილებით პატიოსანიც არის ალბათ, მაგრამ ერთ რამეში დამეთანხმე, ირგვლივ ყველაფერის ყიდვა გაყიდვის, მათ შორის სინდისისაც, ატმოსფერო რომ სუფევს ახალგაზრდობას და განა მარტო, უჭირს გარკვევა რა ქნას, როგორ მოიქცეს?!
aburjga
22 მაისი 2019 15:07
0
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული