მატჩის გარიგებაში ბრალდებული ფეხბურთელის მეუღლე: კოშმარული ერთი კვირის შემდეგ მინდა გავაკეთო განცხადება

AutoSharing Option
მატჩის გარიგების ბრალდებით დაკავებული "ვიტ ჯორჯიას" ფეხბურთელის, ჯონი შეროზიას მეუღლე სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს.

თაკო ახობაძის თქმით, მისი მეუღლე თავისუფალია.

"კოშმარული ერთი კვირის შემდეგ მინდა გავაკეთო განცხადება. არსებული ინტერესიდან გამომდინარე, პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო იმ მცირერიცხოვან მეგობრებს, რომლებიც მთელი ამ ხნის განმავლობაში გვერდით მედგნენ: ქალბატონ ქეთევანს, რომლის დახმარებითაც ჩვენ თავისუფლები ვართ.

ასევე იმ ადამიანებს, ვინც მოხვედით, გვერდში მედექით და გჯეროდათ ჩვენი. ამ ერთმა კვირამ მთელი ცხოვრება დამანახა. დამანახა ადამიანები, რომლებიც არიან ნამდვილები და არა ფარისევლები. მინდა გითხრათ მათ, ვისაც გგონიათ,
რომ ყველაფერი მორჩა, რომ დავეცით, ვეღარ გავაგრძელებთ ცხოვრებას. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას სიმართლის დასამტკიცებლად. მე პირადად ვარ უბედნიერესი ადამიანი, რომ მყავს მეუღლე ჯონი შეროზია, ადამიანი, რომელსაც შეუძლია თავისი ცხოვრება დათმოს მეგობრის სიცოცხლის გადასარჩენად.

ამაყი ვარ, იმით რომ დღეს ჯონი შეროზია დგას იმ ბიჭების, იმ კაცების გვერდით, რომლებმაც იხსნეს ადამიანის, მეგობრის სიცოცხლე. მივმართავ ყველა იმ არაკაცს, რომლებიც თითს იქნევენ ამ ბიჭებისკენ, თქვენ ხართ ზურგს უკან მოფარებული არაკაცები, ვისაც არ შეგწევთ იმის ვაჟკაცობა, გააკეთოთ ის, რაც მათ გააკეთეს. დიდი იმედი მაქვს გამოძიების. სიმართლე მალე გაირკვევა. წინ გვაქვს დიდი გამოწვევები და დიდი ბრძოლა სიმართლის დასადგენად.", - წერს თაკო ახობაძე Facebook-ზე.

Sportall.Ge

შეგახსენებთ, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა "ვიტ ჯორჯიას" 5, "გურიას" 2, "ჭიათურას" 1 და 3 ყოფილი ფეხბურთელი მატჩების გარიგების ბრალდებით დააკავა.

7 მათგანს, მათ შორის, ჯონი შეროზიას, გირაოს სახით 10 000 ლარის გადახდა დაეკისრათ, დანარჩენ 4 პირს კი წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ.

მკითხველის კომენტარები / 34 /
ეს დედაკაცი რა დღეშია ნახე რა, ძალიან კარგია რომ გაჭირვებულს დაეხმარო, მით უმეტეს ადამიანის გადარჩენა, მაგრამ ასეთი მიზეზი საქართველოში მილიონი ხდება. დაიწყოს ყველამ კრიმინალი და გაამართლოს რაღაც მიზეზებით? თუ დახმარება გინდოდათ გაგეყიდათ სახლები და დახმარება ეგ იქნებოდა. მაგრამ თამაშის გაყიდვა არ ჯობია, ფული ჰაერიდან მოდის
0
თხოვნა მაქვს ჩემს ახლობელს თირკმელი ჭირდება და ერთ ორ თამაშს ვერ ჩამიწყობს შენი გმირი მეუღლე? ეს რა მარაზმია იმის მაგივრად რო გამოხვიდეთ და ბოდიში მოიხადოთ საზოგადოების წინაშე გამოდიხართ და გმირა გამოგყავს შენი ქმარი. წასულიყავით მერე და სახლი გაგეყიდათ, კრედიტი აგეღოთ, რავი ძალიან ბევრი რამის შემოთავაზება შეიმიძლია. ან ჩალით ხო არაა დაფარული ეს სამყარო სად არის ის მეგობარი რომლის გამო შენი ქმარი გმირია ვერ მიიყვანეთ სასამართლოზე. მაგრამ სიმართლე გეტყვი რაც არის გაისქელეთ ჯიბეები და ეხლა გინდათ იმის მაგივრად რო თავი დახაროთ და მოუხადოთ ბოდიში ჯერ იმ ახალგაზრდა გუნდელებს პირველრიგში რომელლებიც მართლა გულით თამაშობდნენ და წყალში უყრიდა შენი ეგრედ წოდებული გმირი ქმარი
beqa
13:07 27-05-2019
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული