სფფ-მ "ვიტ ჯორჯიას" ფეხბურთელებს უმკაცრესი სასჯელი გამოუტანა

AutoSharing Option
4 ივნისს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველი კომიტეტის სხდომა შედგა, რომელიც მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში გაიმართა და რამდენიმე საათს გაგრძელდა.

კომიტეტმა მოისმინა მატჩის შედეგსა და მსვლელობაზე მანიპულირებაში ბრალდებული ფეხბურთელების საკითხი და მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება: თბილისის "ვიტ ჯორჯიას" ხუთ მოთამაშეს: გიორგი გეთიაშვილს, ჯონი შეროზიას, ნიკოლოზ მაისურაძეს, ნოდარ კიკნაველიძესა და პაატა ღუდუშაურს სანქციის სახით დაეკისრათ საფეხბურთო საქმიანობის სამუდამო აკრძალვა, ხოლო თავად კლუბს დააკლდა ექვსი ქულა და დაჯარიმდა 50 ათასი ლარით.

კომიტეტმა ასევე იმსჯელა ლანჩხუთის "გურიას" ორი მოთამაშის (რობერტ
იმერლიშვილისა
და ირაკლი ბაჯელიძის) საკითხზე, ისევე, როგორც "ჭიათურის" მოთამაშის (ირაკლი ხუჭუას) საკითხზე და დაადგინა: საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, დროებით აეკრძალოთ საფეხბურთო მატჩებში მონაწილეობა.

4 ივნისს გამართულ სხდომაზე კომიტეტმა კიდევ რამდენიმე საკითხზე იმსჯელა:

ქალთა საფეხბურთო ჩემპიონატში ჩხოროწყუს "სამეგრელოსა" და ხობის "კოლხეთის" მატჩის დასრულებისას მომხდარი ინციდენტის გამო ორივე კლუბი დაჯარიმდა 200-200 ლარით. ხობის "კოლხეთის" ფეხბურთელი ლანა ჯიქია და ჩხოროწყუს "სამეგრელოს" წევრი ანა გაბედავა დისკვალიფიცირებულნი არიან სამ-სამი მატჩით.

მე-15 ტურში ბოლნისის "სიონსა" და "რუსთავს" შორის მომხდარი ინციდენტის დროს გაძევებული ოთხი ფეხბურთელი - დავით თარგამაძე, ვილი ისიანი, ლუკა გადრანი და ლაშა ქოჩლაძე ოთხ-ოთხ მატჩს გამოტოვებენ და თითოეული ჯარიმის სახით 1000 ლარს გადაიხდის, ისევე, როგორც ინციდენტის კიდევ ერთი მონაწილე ლევან ხმალაძე, რომელიც ასევე ოთხ მატჩში ვერ დაეხმარება "სიონს".

თბილისის ელიტლიგის გათამაშების 13-წლამდელთა ლიგაში "საბურთალოსა" და "ავაზას" მატჩის შემდეგ გულშემატკივართა მხრიდან მსაჯზე ფიზიკური თავდასხმის გამო საფეხბურთო სკოლა "ავაზა" დაჯარიმდა 1000 ლარით და ერთწლიანი პირობითი სასჯელით. გარდა ამისა, "ავაზას" გუნდი მომდევნო სამ შეხვედრას მაყურებლის გარეშე ჩაატარებს.

ლიგა 4-ის მონაწილე სენაკის "ეგრისისა" და ჩხოროწყუს "სამეგრელოს" მატჩის შემდეგ მომხდარი ინციდენტის გამო "სამეგრელო" დაჯარიმდა 250 ლარით, ხოლო ჩხოროწყუელთა მთავარი მწვრთნელის ასისტენტ თორნიკე გაგუას 250-ლარიან ჯარიმასთან ერთად სამმატჩიანი დისკვალიფიკაციაც დაეკისრა.

alt"ტვინის შერყევა აქვთ" - საქართველოს ჩემპიონატში ქალმა ფეხბურთელებმა იჩხუბეს [VIDEO]

alt"ერთი სული გვქონდა, როდის დასრულდებოდა ეს ყველაფერი" - ექსკლუზიური ინტერვიუ მატჩების გარიგებაში ბრალდებულ ფეხბურთელთან

alt"თავს ვალდებულად ვთვლი, ე.წ. გარიგებული მატჩების საქმეზე გავაკეთო განცხადება და პირველ რიგში..."

altმატჩის გარიგებაში ბრალდებული ფეხბურთელის მეუღლე: კოშმარული ერთი კვირის შემდეგ მინდა გავაკეთო განცხადება

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 7 /
მივესალმები ამ გადაწყვეტილებას, უმკაცრესი სასჯელი აუცილებელია რომ არავინ მსგავსი საქციელი აღარ გაბედოს!!! თამაშის გაყიდვას არანაირი ახსნა არ აქვს და აქ დამთავრდა ყველაფერი. შეიძლება ციხისთვის ცოდოები იყვნენ, თუ დადასტურდა რომ პირადად ფული არ აიღეს, თუმცა ამ ხალხს ფეხბურთში არაფერი ესაქმება!!
zaza
06 ივნისი 2019 16:34
1
საინტერესოა, ახლა რა პოსტს დაწერს ერთ-ერთი ბრალდებულის (ჯონი შეროზიას) მეუღლე?! ახლა ალბათ ფედერაციას გალანძღავს რომელმაც მისი ქმარი "ულუკმაპუროდ" დატოვა :)
მოქალაქე
06 ივნისი 2019 17:49
0
ეს რა ქენით ამ გმირებისთვის ძეგლის დადგმა გვინდოდა როგორც სამაგალითო მოთამაშეების, რომლებიც მეგობარს გვერდში დაუდგნენ, ჩაიშალა ყველაფერი. ხალხმა თავის თავი გაწირა სხვების ბედნიერებისთვის და ესე დაისაჯნენ ხო???
აზრი
06 ივნისი 2019 16:32
4
რა თქმა უნდა!
აზრი
06 ივნისი 2019 17:28
0
ირონიულად წერ ხომ ამ ყველაფერს?
ბექა
06 ივნისი 2019 17:12
0
ელემენტარულ უცოდინრობას და არაკომპეტენტურობას ამჟღავნებენ ფეხბურთის ფედერაცია და მისი ხელმძღვანელობა.როგორ შეიძლება დასაჯო ფეხბურთელები მანამდე,სანამ სასამართლოზე არ დადგება გამამტყუნებელი განაჩენი.ეს არის უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა.არ შეეძლოთ მოეთმინათ სასამართლოს გადაწყვეტილებამდე?
დავითი
07 ივნისი 2019 14:42
1
როგორ არ გრცხვენიათ ხალხო?? ღმერთის როგორ არ გეშინიათ? არზეზე არახართ რა მოხვდა საქმის დეტალები არაფერი არ იცით.და ყბადაღებულ კომენტარებს წერთ, ხვალ თავად გახდებით მსგავსი შანტაჟის მსხვერპლები,თუ ვინმეს ასე ზაან გაინტერესებთ შეგიძლიათ მობრძნდეთ 15 ივლისს სასამართლო პროცესზე და გაარკვიოთ რა და როგორ მოხვდა. ფეღბურთის ფედერაციამ რომელმც სრულიად უკანონო უპასუხისმგებლო და არაადეკვატური გადაწყვეტილება მიიღო,მათ არც კი გადახედეს საქმეში არსებულ არცერთ გარემოებას,მათ ამ გადაწყვეტილებით გაზა გაუხსნეს ნამდვილ გამკეთებლებს რომლების თითქმის ყველა თამაშს აკეთებენ ეროვნილლიგაში.ნუთუ არ დაფიქრებულხართ საიდან კრისტალბეთ ეროვნული ლიგა
ობიექტი
17 ივნისი 2019 17:42
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული