რუსულმა გამოცემა Tass.ru-მ ეროვნულ ლიგაში ქართული კლუბების მიერ ანტისაოკუპაციო მაისურებით გამოსვლასთან დაკავშირებით ფიფას კომენტარი სთხოვა, რაზეც შემდეგი პასუხი მიიღეს:
"FIFA ამაზე ოფიციალურად ინფორმირებული არ ყოფილა. ალბათ, ეს საკითხი ადგილობრივი ფედერაციის კომპეტენციის ფარგლებშია", - წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, ბოლო დღეებში თბილისში განვითარებული მოვლენების შემდეგ ეროვნული ლიგის სამი კლუბი - ქუთაისის "ტორპედო", თბილისის "ლოკომოტივი" და "რუსთავი", მატჩებზე სპეციალური მაისურებით გამოვიდა, სადაც აღნიშნული იყო, რომ საქართველოს 20 პროცენტი რუსეთის მიერაა ოკუპირებული.