თბილისის "დინამოსა" და "გაბალას" მატჩის პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა

AutoSharing Option
პირველ აგვისტოს, ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩის პირველი ტაიმი თბილისის "დინამოსა" და "გაბალას" შორის 0:0 დასრულდა.

პირველ შეხვედრაში "დინამომ" მეტოქე აშკარად დაჯაბნა, 2:0 მოუგო და წყვილში გამარჯვებულის ვინაობა პრაქტიკულად აზერბაიჯანშივე გადაწყვიტა.

ყველა ტურნირზე "დინამომ" ზედიზედ 10 მატჩში იმარჯვა, საუკეთესო ფორმაშია და დღევანდელ შეხვედრაში პირველი სახიფათო მომენტი შექმნა - კუხიანიძის დარტყმული ბურთი მეტოქის მცველს მოხვდა და კარს ოდნავ ასცდა. მერე შენგელიას მეკარე ნაზიროვმა არ დაანება გოლის გატანა. მოკლედ, გუნდებს შორის კლასში სხვაობა თავიდანვე თვალშისაცემი გახდა.

შემდეგ ტრავმები იაშვილმა და
ზუნიჩმა მიიღეს (ეს უკანასკნელი საავადმყოფოში გახდა გადასაყვანი). პაუზის შემდეგ თამაშის ტემპი ოდნავ დაეცა და პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

თბილისი. "დინამო არენა"
დინამო - გაბალა

დინამო: პერალესი, მონხილი, კობოური, იაშვილი (რუხაია 36), პაპავა, კუხიანიძე, ქიმაძე, ნინუა, ქავთარაძე, შენგელია, კუტალია

გაბალა: ნაზიროვი, სეიდიევი, ზუნიჩი (გულიევი 40), რამალდანოვი, ალიევი, ვოლკოვი, ბაუკე, მამადოვი, კუაკუ, ლოპესი, გიგაური
მკითხველის კომენტარები / 3 /
Neta ar gavcdenodit gabalas. Eseni zaan shors arian namdvili fexburtisgan. Feinoordi shegvarcxvens.
Davit
22:04 01-08-2019
13
აშკარად მოიკოჭლებ ლოღიკაში ბატონო დავით, თუ თქვენ ჩვენი შერცხვენა გადარდებთ, განა „გაბალა“-სნაირ გუნდთან წაგება და გამოვარდნა ტურნირიდან უფრო სამარცხვინო არ იქნებოდა ვიდრე „ფეიონოორდ“-თან. რაღაც სხვა უნდა გიღრნიდეს გულს თქვენ, ბატონო დავით. პირველი რაც უნდა გააკეთოთ, თუ ქართული რაიმე გადარდებთ, პირველ რიგში ქართული ანბანით წერეთ. ბოდიში კადნიერებისათვით.
გიზოგ
09:40 02-08-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული