იოჰან ბოსკამპი: "ფეიენოორდს" "დინამოსთან" არ უნდა გაუჭირდეს, მაგრამ "ტრენჩინზეც" ეგრე ვამბობდი

AutoSharing Option
ჰოლანდიური გამოცემა fr-fans.nl თბილისის "დინამოსა" და "ფეიენოორდის" მომავალ დაპირისპირებაზე ცნობილი ფეხბურთელისა და მწვრთნელის, იოჰან ბოსკამპის კომენტარს აქვეყნებს.

"მე თბილისის "დინამოში" 6 თვე ვმუშაობდი და ეს საოცარი დრო იყო. იქ საოცარი ხალხი გახლდათ. როტერდამელებს ქართულ კლუბთან, წესით, არ უნდა გაუჭირდეთ, თუმცა იმავეს ვამბობდი "ტრენჩინზეც".

თბილისის "დინამო" საქართველოში ყველაზე დიდი კლუბია. ადრე ყველა კარგი ქართველი ფეხბურთელი თბილისში მიდიოდა სათამაშოდ, რადგან მერაბ ჟორდანიას ისინი ყველა მხარიდან მოჰყავდა", - თქვა ბოსკამპმა.

იოჰან ბოსკამპი თბილისის "დინამოს" და შემდეგ, საქართველოს ნაკრებს 1999 წელს წვრთნიდა. ხოლო რაც
შეეხება "ტრენჩინის" ისტორიას, შარშან "ფეიენოორდი" ევროპა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპიდან სწორედ ამ კლუბმა გამოაგდო. სლოვაკებმა სახლში 4:0 დაამარცხეს როტერდამელები, გასვლაზე კი ფრედ (1:1) ითამაშეს.

"ფეიენოორდსა" და თბილისის "დინამოს" შორის პირველი შეხვედრა 8 აგვისტოს, როტერდამში გაიმართება. თამაში თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 11 /
რომან ფიფიას რომ მიუვიდეს "დინამოს" ყველა გულშემატკივარის "ლოცვა". ბოლო ხუთ წელიწადში რაც ფეხბურთელები გაყიდა ისინი ყოფილიყვნენ გუნდში და რაც ყველა მათგანში ერთად აიღო, იმას თითოეულში აიღებდა. ლიგაზეც გავიდოდნენ ჯგუფში და თავდაჯერებაც მოემატებოდათ გამოცდილებასთან ერთად.
ბოსკამპის ნათქვამი კი ბევრმა შეურაცხყოფად მიიღო.:)
emigranti
03:38 03-08-2019
2
მაგარი მწვრთნელი და მაგარი ადამიანი, მაგრამ ჩვენმა უტვინო ჟურნალისტებმა ატეხეს ამბავი და სხვებმაც დაუჭირეს მხარი.ეხლა გყავდეთ ვაისი თქე უცოდინრებო ფეხბურთის, ან სად ისწავლეთ ფეხბურთი ვიცოდე მაინც.
Azia
23:37 02-08-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული