"ფეიენოორდის" ფანები პროგნოზებში ფრთხილობენ - ერთ-ერთმა 1981 წლის მატჩის ბილეთი გამოაქვეყნა

AutoSharing Option
ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "დინამოსთან" მომავალმა დაპირისპირებამ "ფეიენოორდის"გულშემეტკივრებში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.

ერთ-ერთი ქომაგი, ჯოზი რუბენსკი საინტერესო მატჩს ელის, იხსენებს 38 წლის წინანდელ თამაშს და ბილეთის სურათსაც აქვეყნებს.

გთავაზობთ კიდევ რამდენიმე ფანის გამონათქვამს:

ჯიმი სტურუსი: "ახლახან ვუყურე მაგათ გუშინდელ თამაშს. მართლა საშიში გუნდია".

ტომას დობელარი:"ეს მატჩები ჩვენ ჯერ არ მოგვიგია, სწრაფი და საშიში მოწინააღმდეგეა. ყოველ შემთხვევაში, რაც ვნახე, ასეთია".

რონალდ გიბონი:"დიდი ამბები დატრიალდება, თუმცა უნდა ვუფრთხოდეთ".

ჯონ ბურგესი:"ვფიქრობ, გაგვიჭირდება, მაგრამ დაძაბულ ბრძოლაში გავიმარჯვებთ".

რის კლუიტი:"ნებისმიერ შემთხვევაში, ეს გუნდი საჩუქარი
ნამდვილად არ არის".

ჯონ დე ბრეიჰენი:"ძალიან კარგი გუნდია, ისევ კარგ მატჩებს ვიხილავთ".

"დინამოსა" და "ფეიენოორდის" პირველი შეხვედრა 8 აგვისტოს როტერდამში, განმეორებითი კი 15 აგვისტოს თბილისში გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 20 /
სწრაფი ტემპი იქნება დამღუპველი ჩვენთვის და სწორედ მაშინ გავა გოლები
mkki
03 აგვისტო 2019 07:40
0
ორი მატჩის ჯამში წავაგებთ სამწუხაროდ! შენგელია კი გვყავს,მაგრამ არა რამაზი ( მის სულს ვენაცვალე) .მახსოვს როტერდამში მისი ორი გოლი, რომელიც მსაჯმა ვიორერმა არ ჩათვალა. ესეთი არაობიექტური მსაჯობა არსად არ მინახავს, რაც მაშინ იყო. ამას არაობიექტურობაც არ ერქვა, რაღაც საშინელება იყო. არაუშავს რაც არის ეგაა, მთავარია იბრძოლონ და არ შეუშინდნენ. ჰოლანდიის მესამე გუნდია მაინც დღეს ფეინორდი. მიდით ბიჭებო.!
დავით 67
03 აგვისტო 2019 02:06
1
მაგი კია ჰოლანდიის მესამე გუნდი,მაგრამ ჩვენ ვინა ვართ? გაბალას მოვუგეთ და გვიხარია.
ზას.
03 აგვისტო 2019 22:10
1
გასვლაზე არაფერს დავუთმობთ თუმცა ბრძოლაში დავმარცხდებით 2-0 სახლში გავსებულ სტადიონზე წავა ბრწყინვალე თამაში ნოლო წუთებში ჯერ შენგელია შექმნის შედევრს შემდეგ ნინუა გაიტანს ჯარიმას და დაძაბული დამატებითი ტაიმების შემდეგ პენალტებში მოვიგებთ ჩემი პროგნოზი რუხაიას გაძევება
ვასიკო
02 აგვისტო 2019 22:35
13
ან კაცს მოუსმინეთ და გამაზეთ, ოღონდ პირიქით
ALONZO
03 აგვისტო 2019 22:21
0
შე დალოცვილო,ბარემ ჯეკპოტის ციფრებიც მიგეწერა,იმხელაზეა ასული ყველას გვეყოფა:))
:)
03 აგვისტო 2019 07:58
0
ყველა გამოხმაურება
ყველა ვარიანტში ცუდია პირველი რო გასვლა გცაქ.. პირველი სახლში რო გვქონოდა გავსებულ დინამოზე კიდე იქნებოდა რაღაც შანსი გასვლის
Vakhtang Lobzhanidze
02 აგვისტო 2019 22:19
55
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული