"ფეიენოორდი" "დინამოსთან" მატჩს პრობლემებით ხვდება - იაპ სტამი მაინც ოპტიმისტობს

AutoSharing Option
ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "დინამოს" მეტოქე "ფეიენოორდი" 4 აგვისტოს სეზონში პირველ ოფიციალურ მატჩს ჩაატარებს - მისი მეტოქე ჰოლანდიის ჩემპიონატის პირველ ტურში თანაქალაქელი "სპარტა" იქნება. მომავალი შეხვედრების შესახებ გუნდის ახალმა მწვრთნელმა იპ სტამმა კლუბის საიტთან ისაუბრა:

"იმედია, "დე კუიპზე" ჩემი დებიუტი წარმატებული იქნება. თავიდანვე უნდა დავამტკიცოთ, რაც შეგვიძლია. სამწუხაროდ, სეზონის დასაწყისისთვის ფეხბურთელებმა ტრავები მიიღეს.

ცუდი სტარტი არ გამოგვივა, რადგან მწყობრიდან გამოსულთა შემცვლელები გვყავს. ნახევარმცველი რენტო ტაპია და თავდამსხმელი სემ ლარსონი დერბის წინ მწყობრში ჩადგნენ. "სუონსიდან" გადმოსული ფორვარდი ლუჩანო ნარსინგი
სრული დატვირთვით ვარჯიშობს, თუმცა სასტარტოში მისი დაყენება ჯერ ადრეა.

კარში უთუოდ გამოცდილ კენეტ ვერმეერს დავაყენებ. ვნახოთ, ჩვენმა სამკვირიანმა მომზადებამ როგორი შედეგი გამოიღო. სპარინგებისას ბურთის ფლობაზე ვაკეთებდით აქცენტს. ისე, ამ შეხვედრებში კარგი შედეგებით ვერ დავიკვეხნით. მაინც ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი".

იაპ სტამს ნიდერლანდელთა ნაკრებში 67 მატჩი აქვს ჩატარებული, გასულ სეზონში კი "ცვოლეს" ედგა სათავეში.

"ფეიენოორდმა" წინასასეზონო შეკრებისას რამდენიმე საკონტროლო შეხვედრა ჩაატარა - "დარმშტადტი" (2:1), "ზალცბურგი" (1:3), "პანათინაიკოსი" (0:3), "ანჟერი" (2:2), "საუთჰემპტონი" (1:3).

"ფეიენოორდისა" და "დინამოს" პირველი მატჩი 8 აგვისტოს როტერდამში, განმეორებითი კი 15 აგვისტოს თბილისში გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თუ კლასით და ფიზიკით გჯობია რა ტაქტიკა უშველია მაგას მოედანზე ტაქტიკა და ხმალაობა კიარა ფეხბურთელების კლასი განსაზღვრავს შედეგს თორე მასე ბარსას მესი კიარ ეყოლებოდა მოიყვანფა აღმაშენებელივით მაგარ მეომარს და დედიან ბუდიანად გაჟლიტავდა მთელ მოწინააღმდეგე გუნდს.დღეს ეგ ტენდენციაა და ხვალ თუ სხვა რამ იქნება ეგ ხვალისა იყოს.
zaza
08:59 04-08-2019
1
კაცი რკინა
Racha
01:39 04-08-2019
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული