"დინამოსთან" მატჩის წინ "ფეიენოორდმა" "სპარტასთან" ფრეს 95-ე წუთზე მიაღწია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
4 აგვისტოს, ჰოლანდიის ჩემპიონატის პირველ ტურში, ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "დინამოს" მეტოქემ, "ფეიენოორდმა" საკუთარ მოედანზე თანაქალაქელ "სპარტასთან" ფრეს (2:2) ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ მიაღწია, რომელიც ნიდერლანდური ფეხბურთის გრანდებს ნამდვილად არ მიეკუთვნება.

მასპინძლები ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ, ანგარიში კი შესვენების შემდეგ სტუმრებმა გახსნეს. ამის შემდეგ "ფეიენოორდის" მწვრთნელმა იაპ სტამმა შეცვლები განახორციელა, მოედანზე "სუონსიდან" გადაყვანილი ნარსინგი და ახლახან მწყობრში ჩამდგარი ლარსონი შეუშვა, შეტევები გააძლიერა და ბერგჰუისმა საპასუხო გოლი გაიტანა. თუმცა, მალე მეორე გოლი მიიღო საკუთარ კარში.

როდესაც ყველას ეგონა, "ფეიენოორდი"
დამარცხდებოდა, ლარსონმა მეტოქის კარი დალაშქრა და თავის გუნდს ქულა მოუპოვა.

ისიც აღსანიშნავია, რომ "ფეიენოორდმა" საკონტროლო მატჩები არადამაჯერებლად ჩაატარა.

"დინამოსა" და "ფეიენოორდის" პირველი შეხვედრა როტერდამში 8 აგვისტოს გაიმართება, საპასუხო კი - ერთი კვირის შემდეგ თბილისში.

როტერდამი. "დე კუიპი". 41 000 მაყურებელი
ფეიენოორდი - სპარტა 2:2
გოლები: 0:1 რაიჰი (49), 1:1 ბერგჰუისი (66), 1:2 ვედვიკი (74), ლარსონი (90+5)

ფეიენოორდი: ვერმეერი, ვან დერ ჰეიდენი, ბოტეგინი (ბანისი 88), ჰეპსი, ჯასტინი, ფერი, კოკჩუ, ბურგერი, ბერგჰუისი, ვენტე (ნარსინგი 64), სინისტერა (ლარსონი 62)

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 3 /
კარგი, პოზიტიური, მობილური, ახალგაზრდული, ჭკვიანი, ტექნიკური გუნდია ფეინოორდი. ხასიათიც ქონია-გაათანაბრა. პირველი რომ გაეტანა, ბევრად უკეთესად ითამაშებდა. უარყოფითი, გამოუცდელია, დაცვა შეცდომებს უშვებს, გაშვებული პირველი გოლის მერე დაიბნა, თუმცა მეორეს მერე მალე მოეგო გონს.
ეგენი თბილისში უკეთესად ითამაშებენ ვიდრე სახლში (გაიხსენეთ აიაქსი).
პ.ს. ჩვენი პლიუსები და მინუსები ყველამ იცით. ვინც ფსიქოლოგიურად უფრო მზად იქნება ის გავა. თან იქ უნდა გაგვიიმართლოს პირველ 30 წუთში გოლი არ უნდა გავუშვათ. მერე ფსიქოლოგიურად ქართველები ვწყნარდებით, ვთამამდებით, ალღოს ვუღებთ. ფიზიკაც თუ გვეყო, იქნებ აღორძინებაც დაიწყოს.
kaira
11:31 05-08-2019
0
ფეინოორდის უკანა ხაზი ძალიან არა დამაჯერებლად გამოიყურება მეკარეც ბევრ შეცდომას უშვებს სხვა თამაშებიც ვნახე და თუ არ ინერვიულეს დინამოელებმა და ბავშვური შეცდომები არ დაუშვეს შანსი გვაქვს ნამდვილად ოღონდ გადასარევი დაცვა არც ჩვენ გვყავს მიუხედავად იმისა რომ 5 თამაშია გოლი არ გაგვიშვია მაინც არადამაჯერებლად გამოიყურება ჩვენი უკანა ხაზი
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული