"არარატ-არმენიას" მწვრთნელი: ჩვენ შევისწავლეთ "საბურთალო", თუმცა...

AutoSharing Option
ფოტო: armeniasputnik.am

"არარატ-არმენიას" მთავარმა მწვრთნელმა ვარდან მინასიანმა ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და "საბურთალოსთან" შეხვედრაზე ისაუბრა.

"ჩვენ შევისწავლეთ "საბურთალო", თუმცა გასაგები მიზეზების გამო მათ სუსტ მხარეებზე არ ვისაუბრებ. ეს ტექნიკურად კარგად მომზადებული გუნდია, რომელსაც ბურთის დაჭერა უყვარს. ჩვენი მეტოქე კარგად შეთამაშებული გუნდია. თუმცა ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ გამარჯვებისათვის.

რაც შეეხება პლეი-ოფის კენჭისყრას, არ მინდა ამ საკითხზე საუბარი, დღეს მხოლოდ მომავალ მატჩზე ვილაპარაკოთ. ჩვენ კარგ მდგომარეობაში ვართ და ნელ-ნელა ფორმაშიც შევდივართ. თუმცა ჯერ ვერ ვიტყოდი, რომ იდეალურ
ფორმაში ვართ. ასევე, უფრო შეთამაშებულები გავხდით, ვიდრე ადრე და საბედნიეროდ, არც ტრავმირებული გვყავს გუნდში.

ჩვენი გუნდის სტრატეგიის შესახებ საუბარს არ დავიწყებ. როცა შეხვედრა დამთავრდება, გეტყვით, რას ვცდილობდით და რას მივაღწიეთ", - თქვა "საბურთალოს" მეტოქის მწვრთნელმა.

"არარატ-არმენიასა" და "საბურთალოს" შორის ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა დღეს, 6 აგვისტოს, ერევნის ოლიმპიურ სტადიონზე თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

Sportall.ge შეეცდება, მატჩის სთრიმი შემოგთავაზოთ.

მკითხველის კომენტარები / 7 /
პირველ ტაიმში აშკარათ გადაგვიარეს, მინასიანი ძლიერი მწვრთნელია. საბურთალოს ახალ შეშვებული ფეხბურთელების დროის გაყვანა სამარცხვინო იყო
Ramini
21:22 06-08-2019
3
ადმინ გთხოვ დადე, რომ ჩელებაძე გადააყენეს ქობულეთის შუქურას თანამდებობიდან ეს უთავმოყვარეო სუბიექტი და ძალია გახარებულია მთელი ქობულეთი.დიდი ჭირი მოვიშორეთ
ქობულეთელი
15:44 06-08-2019
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული