"საბურთალოს" ფეხბურთელები: ჩვენი მიზანი ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრაა

AutoSharing Option
ფოტო: fcsaburtalo.ge

5 აგვისტოს "საბურთალომ" ერევანში მატჩისწინა ვარჯიში გამართა. კლუბის პრესსამსახურთან მცირე კომენტარი გააკეთეს ნიკოლოზ მალიმ და სანდრო ალთუნაშვილმა.

"მიმაჩნია, რომ კარგი მოწინააღმდეგე გვყავს, რადგან ევროპის ლიგის მესამე ეტაპზე სუსტი გუნდი ვერ გავიდოდა. გუნდში კარგი ფსიქოლოგიური გარემოა და საბრძოლველად ვართ განწყობილები. ჩვენი მიზანი ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრაა. შესაბამისად, ამ მიზნის მისაღწევად ეს ბარიერი უნდა დავძლიოთ, შემდეგ პლეი-ოფში რომ მოვხვდეთ და წინ წავიწიოთ", - აღნიშნა ნიკოლოზ მალიმ.

"კარგი მოლოდინი გვაქვს. დანაკლისი არის, ვაგნერი ვერ
დაგვეხმარება, მაგრამ დანარჩენი ფეხბურთელები მწყობრში ვართ და შევეცდებით, კარგად ვითამაშოთ, სასურველ შედეგს პირველივე შეხვედრაში მივაღწიოთ. "შერიფთან" და ზაგრების "დინამოსთან" ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი თამაშები ჩავატარეთ, დიდი გამოცდილება მივიღეთ და მიმაჩნია, რომ ეს "არარატ-არმენიასთან" ძალიან წაგვადგება. სომხებმა შვედურ გუნდს მოუგეს და აქედანაც ჩანს, რომ რთული მეტოქეა. დაძაბული შეხვედრა გველის, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, საქართველოში გამარჯვებულები რომ დავბრუნდეთ", - თქვა სანდრო ალთუნაშვილმა.

"არარტ-არმენიასა" და "საბურთალოს" შორის ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა დღეს, 6 აგვისტოს ერევანში, ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართება. მატჩი თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

Sportall.ge შეეცდება, მატჩის სთრიმი შემოგთავაზოთ.

მომზადებულია fcsaburtalo.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული