კატასტროფა - "საბურთალო" "არარატ არმენიასთან" 0:2 დამარცხდა და ევროპა ლიგიდან გავარდა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
14 აგვისტოს, ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში "საბურთალო" საკუთარ მოედანზე "არარატ არმენიასთან" 0:2 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

სტუმრად 2:1 გამარჯვების შემდეგ მასპინძლები უკვე აშკარა ფავორიტები იყვნენ, მაგრამ საქმის მშვიდად ბოლომდე მიყვანა იყო საჭირო და "შერიფის" განმეორებით შეხვედრაში მომხდარი უსიამოვნო მარცხი არ უნდა განმეორებულიყო, რაც საუბედუროდ, განმეორდა.

მიუხედავად იმისა, რომ სტუმრებს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად მინიმუმ ორგოლიანი სხვაობით უნდა გაემარჯვათ, თავიდანვე საქართველოს ჩემპიონმა შეუტია, გოლი კი "არარატ არმენიამ" გაიტანა - მარჯვენა ფლანგიდან ნარსინგის განივ გადაცემაზე კობიალკომ კაკუბავას დაასწრო და 0:1...

"საბურთალო" სრულ უპირატესობას ფლობდა. მარჯვენა ფრთიდან - მალი, მარცხნიდან კი ლაკვეხელიანი და კოხრეიძე აქტიურად იწყებდნენ შეტევებს, თუმცა გადამწყვეტ დარტყმამდე საქმე არ მიდიოდა.

პირველი ნაღდი მომენტი გაბედავას ჰქონდა, რომელსაც 34-ე წუთზე გოლის გატანა მეკარე აბაკუმოვმა არ დაანება.

წაგებული პირველი ტაიმის შემდეგ თამაშის სურათი არ შეცვლილა. "საბურთალოს" მეტოქის კარზე იერიში-იერიშზე მიჰქონდა, გოლი კი კინაღამ კიდევ გაუშვა, მაგრამ საბედნიეროდ, ამბარცუმიანმა მიზანს ვერ უწია.

ჩვენი გუნდის მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა თავდასხმის ხაზის გასაძლიერებლად ჯერ ყენია, ხოლო შემდეგ როლოვიჩი შეუშვა შეცვლაზე და კოხრეიძის უკან უზუსტო გადაცემას სტუმართა კონტრიერიში, რეხვიაშვილის მიერ საჯარიმოში კობიალკოს წაქცევა და ავეტისიანის გატანილი თერთმეტმეტრიანი მოჰყვა.

"საბურთალო" ამის შემდეგ შტურმზე გადავიდა და მალიმ ბურთი ხარიხას გაარტყა. შემდეგ კი რეხვიაშვილის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩათვალეს. ეგ იყო და ეგ.

"საბურთალომ" ევროპა ლიგის მიმდინარე გათამაშებაზე მესამე საშინაო მარცხი განიცადა და გათამაშებას გამოეთიშა.

თბილისი. "მიხეილ მესხი"
საბურთალო - არარატ არმენია 0:2
გოლები: 0:1 კობიალკო (10), 0:2 ავეტისიანი (67, პენ)

საბურთალო: მიგინეიშვილი, მალი, მარგველაშვილი, ლაკვეხელიანი, რეხვიაშვილი, კაკუბავა (გორგიაშვილი 69), დიასამიძე (ყენია 58), ტერა, ალთუნაშვილი, კოხრეიძე, გაბედავა (როლოვიჩი 60)

არარატ არმენია: აბაკუმოვი, მენესეში, პაშოვი, მალაქიანი (ანტონოვი 69)), ამბარცუმიანი (ავეტისიანი 57), გუზი, აჩენტე, ნარსინგი, კობიალკო (დამჩევსკი 80), ალფონსი, მალისონი

altგიორგი ჭიაბრიშვილი: მე არ ვარ ღირსი, ახლა საქართველოს ჩემპიონის მწვრთნელი ვიყო

altვარდან მინასიანი: ჩვენ დავიმსახურეთ ეს მოგება

altსომხეთში ზეიმია - sport.news.am/arm-ი გულშემატკივრებს დამაჯერებელ გამარჯვებას ულოცავს

altarmsport.am/hy "არარატ არმენიას" გამარჯვებაზე: ბრავო, ბიჭებო, ეს დაუჯერებელია

 

altკონფლიქტი გულშემატკივრებსა და "საბურთალოს" წარმომადგენლებს შორის [VIDEO]

altალეკო ელისაშვილი: ფეხბურთი არის სპეკულანტების ასპარეზი, ღირსებისა არაფერი რომ არ შერჩენიათ



მკითხველის კომენტარები / 165 /
მე-100 ხარისხოვანი ფეხბურთელებით დაკომპლეკტებულ გუნდთან რომ წააგებ, ყოჩაგ თქვენ! კი არ წააგებ, მოაგებინებ! ჩუქნი ბურთს, მოდი გაგვიტანეო!
ჩაჭყობილი თამაში 100%.
ჭაობის გუნდთან რომ წააგებ.... ბურთით თამაში რომ შეიძლება ეხლა რომ გაიგეს...
სირცხვილი!
საქართველო
15 აგვისტო 2019 01:51
1
გაუმარჯოს ქართველ ძიუდოისტებს! ერთი ამათიც.
Gurami
15 აგვისტო 2019 00:06
1
საბურთალო ვიტ ჯორჯია 5 კაცი არდადის მაგათ თამაშზე რატოა უმაგლესში?რატო ვაფინანსებთ ?ფოთი დაძირულია ზუგდიდი დაძირულია .სამტრედია და ასშ ქალაქები სადაც ხალხი დადის ფეხბურთზე და აზრი აქვს ფეხბურთს ა.აქ კიდევ თბილისის მაფიოზური კლანები და კივართ კაი დგეში .კობიაშვილო ამაზე შენც უნდა აგო პასუხი შენი სასტავიტ ერთად.ყველა იპარავთ თორე რაც ქუთაისში ქნა ჩაჩუამ ნორმალურ ქვეყანაში 20 წელს მიცემდენ.როდემდე უნდა ვიყოთ ჭაობში.პლუს ჟურნალისტების დონე ნოლი .
ბათუმი
15 აგვისტო 2019 11:12
3
კლუბის მეპატრონემ ტყუილად კი არ ჩადო მილიონები, ამოიღო უცებ?! დაიჭირეთ ერთხელ და აღარ იყომარებენ, თურმე მხოლოდ ცხინვალი ყომარობდა...
ვახო
15 აგვისტო 2019 01:59
2
ერთერთ ძველ თუ არ ვცდები 19 საუკუნის ლექსიკონში წაკითხული მაქვს თუ რას ნიშნავს ფეხბურთი. ცნობის თანახმად - ამ თამაშს სხვადასხვა ქალაქის წარმომადგენლები ერთმანეთში თამაშობდნენ, ხოლო თამაშის მიზანს მეტოქე გუნდის კარის აღება წარმოადგენს, კარს კი თავისმხრივ გარკვეული სიმბოლური დატვირთვა აქვს. მეტოქე გუნდის- ქალაქის კარის აღება გაიგივებულია ქალაქის კარის აღებასთან და ქალაქის დამარცხებასთან როგორც ეს ისტორიულად იყო მიღებული - ქართველ ფეხბურთელებს საერთოდ არ ააქვთ გააზრებული რა არის ფეხბურთი და რას ნიშნავს ეს ხალხისათვის. ასეთ მძიმე დღეებში, ასეთ თარიღებში და ასეთ მძიმე დროს თქვენ აბოგინეთ თქვენ ქალაქში ყველა ვისაც არ დაეზარა. ეს იყო ღალატი! 8 აგვიატოს 12 13 14 15 16 აგვისტოს 9 აპრილს მოვკვდებოდი მოედანზე და მილიმეტრს არ დავთმობდი. აი რატომ გაგინებთ ხალხი. ფეხბურთი მარტო წვერების მოშვება და ბეემვე არ არის ბატონო. ფეხბურთი წამალი და მალამოა ჩვენნაირი დაჩაგრული და შეურაცყოფილი და დამარცხებული ერისათვის რასაც თქცენ ვერასდროს გაიგებთ.
სირცხვილია
გამოხმაურება
14 აგვისტო 2019 23:05 .შენ გენაცვალე ქართველობაში "სირცხვილიას "ნიკნეიმით მესიჯის დამწერო ქართველო, კი დიდი ბრიტანეთის ენციკლოპედიის ერთ ერთ მე-19 საუკუნის ლექსიკონში წერია ფეხბურთის- თამაშის მაგგვარი განმარტება.... მეც რაღაცის ჭკუის სასწავებლის და პატრიოტიზმის ამაღლების შესახებ დაწერა მსურდა აქ, უვიცს, მაგრამ თქვენზე გულგამგლეჯავად შემაგნებელს წამკითხავისთვის, მე ვერარას მოვიფიქრებ.და სანამ ყველა ქართველი საქმით არ შევიგნებთ რაზევ თქვენ წერთ,მანამ რეალურად მარტო ფეხბურთის დონის ამაღლებას კი არაკი არა.. ქვეყნის თავის უფლების და დამოუკიდებლობის შენაჩუნებაც კი დიდი დროის მონაკვეთით ,ქართველთათვის სასურველი უსასრულო ვადებით უკიდურესად გაგვიჭირდება,ფიზიკურად ვერ შევძლებთ..
Great British. I Am Georgian.
14 აგვისტო 2019 23:55
1
პულზე დახარბებული გინდი!!!!!
tamaz
14 აგვისტო 2019 22:22
3
ფეხბურთელმა ბლანჟე და კიკინა მაშინ უნდა მოუშვა რამეს, რომ მიაღწევ და სარკეში ჩასახედად გეცლება.
mmg
15 აგვისტო 2019 10:46
2
ადმინ სადაა ჩემი კომენტარი? კიტრები რომ ვუწოდე ამათ, ეგ აშკარა შეურაწყოფაა ამათთვის? თუ დისკრედიტაციაა???
Goga
15 აგვისტო 2019 02:08
1
კიტრის შეურაცყოფაა ძმა. ესენი ქვეშაჯვიები არიან, ფულის მონები, უთავმოყვარეო ხეიბრების ხროვა.
emigranti
15 აგვისტო 2019 03:40
2
ეს კიდევ ერთი სამარცხვინო ფურცელი ჩაიწერა ქართული სპორტის და ქართული ფეხბურთის ისტორიაში,ეს ისეთივე სირცხვილია როგორც ნახევარი საათით არჩეული ნემსაძის ახალკაცით ჩანაცვლება,ვიღაცის პირადი ინტერესებისათვის. ამ შემთხვევაშიც დაახლოებით ანალოგიურ სიტუაციასთან გვაქვს საქმე...ფული ჯოჯოხეთს ანათებსო!!!
batu meliva
15 აგვისტო 2019 01:37
1
კობიაშვილი უნდა ჭავიდეს
David
14 აგვისტო 2019 23:08
10

სიახლეები პოპულარული