კატასტროფა - "საბურთალო" "არარატ არმენიასთან" 0:2 დამარცხდა და ევროპა ლიგიდან გავარდა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
14 აგვისტოს, ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში "საბურთალო" საკუთარ მოედანზე "არარატ არმენიასთან" 0:2 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

სტუმრად 2:1 გამარჯვების შემდეგ მასპინძლები უკვე აშკარა ფავორიტები იყვნენ, მაგრამ საქმის მშვიდად ბოლომდე მიყვანა იყო საჭირო და "შერიფის" განმეორებით შეხვედრაში მომხდარი უსიამოვნო მარცხი არ უნდა განმეორებულიყო, რაც საუბედუროდ, განმეორდა.

მიუხედავად იმისა, რომ სტუმრებს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად მინიმუმ ორგოლიანი სხვაობით უნდა გაემარჯვათ, თავიდანვე საქართველოს ჩემპიონმა შეუტია, გოლი კი "არარატ არმენიამ" გაიტანა - მარჯვენა ფლანგიდან ნარსინგის განივ გადაცემაზე კობიალკომ კაკუბავას დაასწრო და 0:1...

"საბურთალო" სრულ უპირატესობას ფლობდა. მარჯვენა ფრთიდან - მალი, მარცხნიდან კი ლაკვეხელიანი და კოხრეიძე აქტიურად იწყებდნენ შეტევებს, თუმცა გადამწყვეტ დარტყმამდე საქმე არ მიდიოდა.

პირველი ნაღდი მომენტი გაბედავას ჰქონდა, რომელსაც 34-ე წუთზე გოლის გატანა მეკარე აბაკუმოვმა არ დაანება.

წაგებული პირველი ტაიმის შემდეგ თამაშის სურათი არ შეცვლილა. "საბურთალოს" მეტოქის კარზე იერიში-იერიშზე მიჰქონდა, გოლი კი კინაღამ კიდევ გაუშვა, მაგრამ საბედნიეროდ, ამბარცუმიანმა მიზანს ვერ უწია.

ჩვენი გუნდის მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა თავდასხმის ხაზის გასაძლიერებლად ჯერ ყენია, ხოლო შემდეგ როლოვიჩი შეუშვა შეცვლაზე და კოხრეიძის უკან უზუსტო გადაცემას სტუმართა კონტრიერიში, რეხვიაშვილის მიერ საჯარიმოში კობიალკოს წაქცევა და ავეტისიანის გატანილი თერთმეტმეტრიანი მოჰყვა.

"საბურთალო" ამის შემდეგ შტურმზე გადავიდა და მალიმ ბურთი ხარიხას გაარტყა. შემდეგ კი რეხვიაშვილის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩათვალეს. ეგ იყო და ეგ.

"საბურთალომ" ევროპა ლიგის მიმდინარე გათამაშებაზე მესამე საშინაო მარცხი განიცადა და გათამაშებას გამოეთიშა.

თბილისი. "მიხეილ მესხი"
საბურთალო - არარატ არმენია 0:2
გოლები: 0:1 კობიალკო (10), 0:2 ავეტისიანი (67, პენ)

საბურთალო: მიგინეიშვილი, მალი, მარგველაშვილი, ლაკვეხელიანი, რეხვიაშვილი, კაკუბავა (გორგიაშვილი 69), დიასამიძე (ყენია 58), ტერა, ალთუნაშვილი, კოხრეიძე, გაბედავა (როლოვიჩი 60)

არარატ არმენია: აბაკუმოვი, მენესეში, პაშოვი, მალაქიანი (ანტონოვი 69)), ამბარცუმიანი (ავეტისიანი 57), გუზი, აჩენტე, ნარსინგი, კობიალკო (დამჩევსკი 80), ალფონსი, მალისონი

altგიორგი ჭიაბრიშვილი: მე არ ვარ ღირსი, ახლა საქართველოს ჩემპიონის მწვრთნელი ვიყო

altვარდან მინასიანი: ჩვენ დავიმსახურეთ ეს მოგება

altსომხეთში ზეიმია - sport.news.am/arm-ი გულშემატკივრებს დამაჯერებელ გამარჯვებას ულოცავს

altarmsport.am/hy "არარატ არმენიას" გამარჯვებაზე: ბრავო, ბიჭებო, ეს დაუჯერებელია

 

altკონფლიქტი გულშემატკივრებსა და "საბურთალოს" წარმომადგენლებს შორის [VIDEO]

altალეკო ელისაშვილი: ფეხბურთი არის სპეკულანტების ასპარეზი, ღირსებისა არაფერი რომ არ შერჩენიათ



მკითხველის კომენტარები / 165 /
ლობანოვსკიზე ხშირად მესმოდა,რომ პირველი ჩამწყობიაო,სკოლის მოსწავლე ვიყავი იმ პეიოდში,არ მეჯერა,ხალხის ნათქვამის აზრს ვერ ვწდებოდი-დინამო კიევი ხომ 1975 წლის თასების თასის და სუპერ თასისი მფლობელი იყო! სულ ვფიქრობდი-რაში სჭირდება ასეთ ძლიერ გუნდს და მრწთვნელს თამაშების ჩაწყობა მეთქი.მივხვდი მხოლოდ 1977 წელს დინამო თბილისისა და ვოროშილოვგრადის ზარიას მატჩის შემდეგ,როდესაც ლიტუელ მსაჯმა რომუალდას იუშკამ,უნამოსოდ და არაკაცურად ჯერ პენალტი არ დანიშნა კოსტავას მეტოქის საჯარიმოში წაქცევისთვის და იქვე თამაში დამთავრა 2 წუთით ადრე(ტაბლოზე ასე ეწერა).რასაც დიდი უწესრიგობა მოჰყვა-ხალხი სათამაშო მოინდორზე გადახტა და მსაჯს საცემათ დაედევნა.ამ მატჩს 60 ათასამდე მაყურებელი ესწრებოდა. დღევანდელ დღესავით მახსოვს ის, რაც 1977 წლის ივლისის თვის გვიან საღამოს ხდებოდა „დინამოს" სტადიონზე - ვესწრებოდი იმ შეხვედრას. მაშინ 14 წლის ვიყავი.იმ დროს თბილისის დინამოელები სსრკ-ს ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე იყვნენ (პირველზე კიევის „დინამო"იყო).სეზონიც ასე დასრულდა ჩვენ ვერცხლიმ მედლები მოვიპოვეთ.
------------------------------------------------------------------------- 1977 წელს ვოროშილოვგრადის ზარიასთან მსაჯის არაობიექტურობით ვერ მოგებულმა მატჩმა ოქროს მედლები დაგვაკარგვინა!!! ლობანოვსკის ამიტომ ეძახდნენ პირველ ჩამწყობს!ამას მოყვა ფოკუზი მაღალ დონეზე 1978 წელს არგენტინა-პერუ 6-0,რამაც საბოლაოდ გამინათა გონება ფეხბურთში არსებულ ჩაწყობილ თამაშებზე!
გიოშა
15 აგვისტო 2019 07:24
7
თამაშის შემდეგ წნევა მქონდა 200ზე მეტი. ამათი დედაც ვატირე! ვაბშე აღარც ვუყურებ ამათ ფეხბურთს.
დავით 67
15 აგვისტო 2019 06:56
1
ეგენი რომ სამარცხვინოები არიან გასაგებია, მაგრამ ამდენი ექსპერტები რამ შეგყარათ ყველა ერთად? რის ტოტალიზატორი რა ტოტალიზატორი. ? ვინც ტოტალიზატურში ფული წააგო ყველაზე მეტად ისინი აქტიურობენ. მე პირადად მიხარია როდესაც აგებენ ხალხი ტოტალიზატორი იქნება თუ კაზინო. თან კიდევ არც უნდად ამ წუმპედან ამოსვლა. მიდით ამდიდრეთ ეს ტოტალიზატორები.
დავითი
15 აგვისტო 2019 06:45
19
ბევრჯერ წაგვიგია მაგრამ ასეთი აღშფოთებული გულშემატკივარი,პირდაპირ რომ აბრალებენ გუნდს თამაშის გაყიდვაში მე პირადად არ მახსოვს.ხალხს ვერ მოატყუებ ვერანაირად.კიდე უყურე ამ თამაშს თავიდან ბოლომდე და გეფიცებით საქართველოში რომ ვცხოვრობდე ამათ დაუმტკიცებდი რომ ეს თამაში ჩაწყობილი იყო.დაწყებული აუტების ჩაწოდებიდან დამთავრებული პენალტით...ვიტყვი უბრალოდ და ცოტა სხვანაირად ფილმ "მიმინოდან"--в белых футболках играют изменники и продажники своей родини.
კახა ქ.
15 აგვისტო 2019 05:48
1
ეს თამაში ძალიან მაგონებს წლების წინ ოთარ გაბელიას ახალგაზრდულის წაგებას სომხების 21წლამდელებთან თბილისში 2:0. ჯერ გასვლაზე მოუგეს ამათმა ერევანში რთულ თამაშში, და გამოსვლაზე ამათ სომხებს უთქვიათ თამაშამდე გუნდში რომ “ჩვენ დავასრულებთ იმ ბოროტ ხუმრობას რასაც კავკასიაში ქართველების პირველობა ქვიაო.” და ბრახ მოგვიგეს 2:0. მე სომხებს კი არ ვაქებ და ვადიდებ, უბრალოდ ესენი არიან გოიმები და უაზროები ბიჭ-ბუჭები არა აქვთ ის შემართება და შეგნება რაც საჭიროა ვერ ქართველობენ მოედანზე.
1
15 აგვისტო 2019 04:47
0
არ გაუმართლა საბურთალოს გუნდს იმაში რომ სომხური გუნდი შეხვდა,აი აზერბაიჯანული გუნდი რომ შეხვედროდა გადავლახავდით და ესიმიტომ რომ ხეჩიკაშვილი არის მოგვარე ფილმ მიმინოს სომეხი გმირისა რომლის ვიდეო ფრაგმენტებს ერევანში რთავდნენ ხოლმე.დაბლოკეთ ხოო
ბაჩი
15 აგვისტო 2019 03:49
7
ჩვენ რომ ხალხად ვვარგოდეთ ამ ვირთხებს სახლიდან გარეთ გამოსვლის უნდა ეშინოდეთ
Babaia
15 აგვისტო 2019 03:33
4
ყველას ნუ აგინებთ მეგობრებო ,ყველა არ გაყიდულა ,იყო მსაჯები ჩართული და ფეხბურთელებიც ,აშკარა იყო ეგ,დიდი ფული და მაფია ტრიალებს ფეხბურთში,რომც არ გინდოდეს გააკეთო თამაში გემუქრებიან და გაიძულებენ ,სამწუხაროა ეგ ყველაფერი ,მაგრამ დარწმუნებული ვარ საბურთალოს ფეხბურთელების უმრავლესობას არ სურდა ამის გაკეთება ,მაგრამ ამავ დროულად სულით ბოზებს არაფერი ეშველება არასდროს .
paladin
15 აგვისტო 2019 03:23
8
სავარაუდოდ შერიფთანაც ორივე თამაში " გაკეთებული" იყო.
პელე
15 აგვისტო 2019 02:59
2
იცით რა გამახსენდა ? არსებობდა ესეთი კლუბი ამერი , მემგონი თასიც აქვს მოგებული . ხოდა ზუსტად მაგ თასის გამო , მოუწია უეფაზე თამაში დ ზუსტად იგივე ხდებოდა იქაც . მოიგებდა გასვლას , წააგებდა სახლში და მგონი გუნდის ყველა წევრს , ტოტალიზატორში ქონდა გამაზულო . ხოდა , მგონია რომ იგივე ხდება აქაც , გუნდმაც იშოვა ფული და ფეხბურთელებსაც აშოვნინა . ეს ქვეყანა კი არა , ერთი დიდი ჭაობია , თუმცა ამის დაშრობა , რომ ვუყურებ წარმოუდგენელია .
ATP 16
15 აგვისტო 2019 02:08
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული