რომან ფიფია: როტერდამში მსაჯმა გადაწყვიტა ყველაფერი - მომავალ წელს დაგანახებთ, როგორი გუნდი გვეყოლება!

AutoSharing Option
"ფეიენოორდთან" ევროპა ლიგის მესამე ეტაპის განმეორებითი მატჩის (1:1) შემდეგ თბილისის "დინამოს" პრეზიდენტმა რომან ფიფიამ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

"ფაქტობრივად, პირველი შეხვედრის დროს მსაჯმა გადაწყვიტა წყვილში გამარჯვებულის ვინაობა. კიდევ უფრო დიდი უბედურება ის იყო, რომ დღეს "დინამოს" სტადიონი ცარიელი გახლდათ. ხალხმა ვერ ნახა ის, რასაც ამდენი ხანი ელოდა.

ერთი უბედურება მეორეს დაემატა, 4 ფეხბურთელი ავად არის და თამაში არ შეეძლოთ. ამიტომ, ასეთ სიტუაციაში მე ბიჭებს მადლობა გადავუხადე ვაჟკაცური თამაშის გამო, ხომ დაინახეთ, 3 გოლის გატანა შეგვეძლო.

რაღაცები კიდევ უნდა ვისწავლოთ, თავი მოვთოკოთ,
არასაჭირო დროს ყვითელი ბარათები არ მივიღოთ და თუ დეტალებს გავითვალისწინებთ, მოვიგებთ კიდეც. თუმცა, როგორც ხედავთ, ფეხბურთის თამაში უკვე ვისწავლეთ და მომავალ წელს უკვე უფრო წინ უნდა წავიწიოთ.

კენჭისყრაზე ვერაფერს ვიტყვი, ყველამ ნახეთ, როგორი თამაში იყო როტერდამში. იმ მიმდინარეობით, რაც შეხვედრის მე-80 წუთამდე იყო, ალბათ 0:1 წავაგებდით; შეიძლებოდა ანგარიში გაგვეთანაბრებინა კიდეც, თუმცა მაქსიმუმ 0:2 წაგვეგო. ეს ყველაფერი იმ შემთხვევაში, მსაჯს ყველაფერი რომ არ გაეფუჭებინა.

მთავარია, ყველა ისე მოიქცეს, როგორც ჩვენს გუნდს შეეფერება. ჩვენ კარგი კლუბი გვყავს, წლის ბოლოს კიდევ უფრო გავძლიერდებით და მომავალ წელს დაგანახებთ, თუ როგორი გუნდი გვეყოლება!

პირობას ვაძლევ გულშემატკივრებს, რომ ბირთვსაც შევინარჩუნებთ და გავძლიერდებით კიდეც იმ პოზიციებზე, რომლებიც "გვტკივა". ეს უფრო დაცვას ეხება, თუმცა შეტევაში მომატებაზეც არ ვიტყვით უარს.

ლევან შენგელიას უნდა წასვლა, თუმცა არც დარჩენას გამორიცხავს. ამიტომ, ზუსტად ვერაფერს გეტყვით. შეთანხმებულები ვართ, რომ ერთმანეთის გარეშე გადაწყვეტილებას არ მივიღებთ და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები".

მკითხველის კომენტარები / 53 /
მომავალ წელს იმედს გვაძლევს რომ კარგი გუნდი გვეყოლება და შენგელიას ყიდის. აფერისტია ეს კაცი
ფიფოს ქარვასლა
11:43 19-08-2019
0
წლის ფრაზა - როგორც ხედავთ ფეხბურთის თამაში უკვე ვისწავლეთ - რომან ფიფია თბილისის დინამოს პრეზიდენტი 2019 წელი. დინამოს პრეიდენტი ხარ თუ უქიმერიონის? დაემუქრე ევროპას რომან? მალადეც ნაპოლეონ!!!! რამდენი წელია რაც გუნდის აშენებას პირდები ხალხს?
სირცხვილია
01:41 17-08-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული