ლევან შენგელია: ყველაფერი იქით მიდის, რომ სათამაშოდ თურქეთში წავალ

AutoSharing Option
ესპანური გამოცემა eldesmarque წერს, რომ თბილისის "დინამოს" შემტევი ლევან შენგელია თურქულ კლუბში გადასვლასთან ძალიან ახლოსაა და შესაბამისად, მისი "კადისში" გადასვლის შანსებიც აღარ არსებობს.

გამოცემის მიხედვით, თურქული კლუბის შეთავაზება უფრო მისაღები აღმოჩნდა ქართველისთვის და სტატიის ავტორის მიხედვით, ეს შენგელიამ მათთან საუბარში აღნიშნა.

"საქმე იქით მიდის, რომ სათამაშოდ თურქეთში წავალ. რამდენიმე დღეში ყველაფერი გაირკვევა", - უთხრა შენგელიამ გამოცემას.

საქართველოს ჩემპიონატსა და განსაკუთრებით, ევროპა ლიგაზე კარგი თამაშის გამო ლევან შენგელიამ რამდენიმე კლუბის ინტერესი დაიმსახურა. პირველი შეთავაზება "კადისმა" გააკეთა, შემდეგ იყო "ტენერიფე", თუმცა, როგორც
ჩანს, 23 წლის ქართველი ფეხბურთელი სათამაშოდ თურქეთში წავა.


მკითხველის კომენტარები / 27 /
გააჩნია თურქეთში სად, რომელ გუნდში მიდის?! არველაძეებმა, ფაჩულიამ და კიდევ სხვებმაც თურქეთიდან დაიწყეს! კადისში კი ნამდვილად არაფრის პერსპექტივა არ ექნება. ხოლო ის რომ სამშობლო და ახლობლები მოენატრება და შეიძლება ამის გამო თქვას უარი სადღაც გადასაკარგში, მეორე დივიზიონის გუნდში გადასვლაზე, ეს ძალიანაც მისასალმებელი გადაწყვეტილებაა. ვისაც საქართველოს, ყველაფერი ქართულის მიმართ ნიჰილიზმი გჭირთ მხოლოდ მეცოდებით!
aburjga
19 აგვისტო 2019 12:36
12
ნიჰილიზმი რა შუაშია? ახლოს ყოფნაზე რომ ვხუმრობ, ძნელი მისახვედრია?! რათ უნდა ბაასი გალა და ფენერი არ ეძახიან, და არც ერთი პირველ 7-8 გუნდიდან. ჰო და ჩემი აზრით ესპანეთის პირველი ლიგა ჯობია, თურქეთის უმაღლესს. და სიახლოვენ კი არა, მეტმა ფულმა გადააწყვეტია თურქებში თამაში. პროფესიონალური ზრდა არ აინტერესებს, იქნებ და გვეშველოს და თავდახსმელი გამოჩნდეს ვინმე ნაკრებში. ეეეჰ
alexandre
19 აგვისტო 2019 14:59
0
აშენდები კიდეც. ვა ჩვენს პატრონს ქართველებო
hhh
19 აგვისტო 2019 12:05
5
ეს ყველაფერი მოიტანა მხოლოდ ორმა სიტყვამ. ბოლო ორმა სიტყვამ. ის რომ სამი კლუბი მიწვევს და ჯერ ყველაფერი არ არის გადაწყვეტილიო ... ესპანელებმა წაიკითხეს და ეჰა! ამას ჯერ კიდევ ვერ გადაუწყვეტიაო სად მიდისო და სადამდე ველოდოთო
Zviadi.
19 აგვისტო 2019 18:40
2
მალადეც!
sormona
19 აგვისტო 2019 11:20
2
ვაბშე ვისი რა საქმეა სად წავა? საქართველოში დარჩეს და ვიტ ჯორჯია და ლოკომოტივს ეთამაშოს მთელი ცხოვრება? თურქეთი ძალიან ძლიერი ლიგაა, გალათასარაი, ბეშიქტაში, ფენერბახჩე, ტრაბზონსპორი, ძალიან ძლიერი ლეგიონერები ჩაყავთ და ესპანეთის მეორე ლიგაში თამაშს, იმ იმედით რომ პრიმერაში გადავა კადისი (ეჭვი მეპარება ძალიან მაგაში) ჯობია თურქეთი რა თქმა უნდა, ატმოსფერო საფეხბურთო, ძალიან მაგარი ქომაგები. გატენილ სტადიონზე ითამაშებს, ფეხბურთელად იგრძნობს თავს და არ მოუწევს ცარიელ სტადიონზე გორში და ქუთაისში სირბილი წინ და უკან. რა არის გასაკვირი და გადასარევი ამ ამბავში?
ნიკა
20 აგვისტო 2019 10:02
1
ე ბიჭო ვაფშე აზრზე ხაართ რას წერთ? მიდის თურქეთის სუპერლიგის გუნდში სადაც სამასჯერ ბევრათ მეტი დონეა ვიდრე საქართველოში და ესპანეთის სეგუნდა დივიზიონს კიდე ბევრათ ჯობია,რა კადისები და ტენერიფები,ლა ლიგაზე რო ყოფილიყო ლაპარაკი გასაგებია,მარა მიდის გუნდში რომელიც ყოველ წელს ლიგის და უეფას საგზურისთვის იბრძვის, ყველანაირათ მაგარი ვარიანტია და რატო ამტყუნებთ?
roini
20 აგვისტო 2019 01:49
2
ესპანეთის მეორე ლიგას ბარსადა რეალს ტუ დაუმსტებ მიიგებ ლალიგას ამიტომ ტურქეტს მაინ ჯობია თურქეთში სამი გუნდის Gარდა ყველა დრიებიტი გუნდებია.ტან Eსპაანეტში ლალიგიდან ესრებიან თამაშEბს დაშAნსია გადასვლის
Mosexoneli
20 აგვისტო 2019 09:46
0
აუ, რა გამიტყდა. ნეტა არ გამეგო
ვანჩოპე
19 აგვისტო 2019 23:31
2
სად მიდიხარ ბიჭო, აფერისტები არიან ეგენი გადამგდებები
შაკო
19 აგვისტო 2019 23:03
1
ლევან, გაგვაგებინე ეს უკეთესი პირობების გამო რას ნიშნავს. ბარემ გვეცოდინება შეგვიძლია თუ არა გვქონდეს შენი იმედი.
ნახალოვკელი
19 აგვისტო 2019 23:26
0
რა ძნელი მიასხვედრია, ჰონორარია მეტი
კობა
20 აგვისტო 2019 01:21
0
ერთადერთი, რის გამოც შეიძლება გაუგო, ის არის, რომ მხოლოდ 23 წლისაა და მოენატრება საქართველო და ახლობლები და შეძლებს ადვილად ჩამოსვლას. საქმე? პროფესია? ეს რა შუაშია.....
alexandre
19 აგვისტო 2019 12:06
13
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული