ლევან შენგელია: ყველაფერი იქით მიდის, რომ სათამაშოდ თურქეთში წავალ

AutoSharing Option
ესპანური გამოცემა eldesmarque წერს, რომ თბილისის "დინამოს" შემტევი ლევან შენგელია თურქულ კლუბში გადასვლასთან ძალიან ახლოსაა და შესაბამისად, მისი "კადისში" გადასვლის შანსებიც აღარ არსებობს.

გამოცემის მიხედვით, თურქული კლუბის შეთავაზება უფრო მისაღები აღმოჩნდა ქართველისთვის და სტატიის ავტორის მიხედვით, ეს შენგელიამ მათთან საუბარში აღნიშნა.

"საქმე იქით მიდის, რომ სათამაშოდ თურქეთში წავალ. რამდენიმე დღეში ყველაფერი გაირკვევა", - უთხრა შენგელიამ გამოცემას.

საქართველოს ჩემპიონატსა და განსაკუთრებით, ევროპა ლიგაზე კარგი თამაშის გამო ლევან შენგელიამ რამდენიმე კლუბის ინტერესი დაიმსახურა. პირველი შეთავაზება "კადისმა" გააკეთა, შემდეგ იყო "ტენერიფე", თუმცა, როგორც
ჩანს, 23 წლის ქართველი ფეხბურთელი სათამაშოდ თურქეთში წავა.


მკითხველის კომენტარები / 27 /
რა გჭირთ ხალხო რამ გაგაბოროტათ? ჯერ რა თქვენი საქმეა სად წავა ადამიანი და რამდენ ხელფასს აიღებს და მეორე თურქეთი არაა ევროპა? სეგუნდა თურქეთის პირველ ლიგას რით ჯობია იქნებ დაწეროთ ვინმემ?
მე
20 აგვისტო 2019 09:34
1
უკეთესი ხელფასი უკეთესი ლიგა ესპანეთიდან გაქაჩული ჯერ არავინ გვინახავს ვერავინ აიწყო კარიერა ესპანეთში და თურქეთში გაქაჩავს და ნებისმიერ ლიგაში ნებისმიერ კლუბში ექნება გადასვლის შანსი
night
20 აგვისტო 2019 19:03
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული