ანზორ კავაზაშვილი: ქართული ფეხბურთი ეზოს გუნდების დონეზეა, ფეხბურთელები ევროპაში პურის ნაგლეჯისთვის გარბიან

AutoSharing Option
ბათუმში დაბადებულმა და გაზრდილმა, ამჟამად რუსეთის მოქალაქემ, 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოსპრიზიორმა მეკარემ, ანზორ კავაზაშვილმა nsn.fm-თან დსთ-ის საფეხბურთო ლიგის შექმნაზე ისაუბრა და საქართველოსაც შეეხო.

"მაგალითად, ქართული ფეხბურთი ეზოს გუნდების დონეზეა. სპორტსმენები ევროპულ კლუბებში საკუთარი იმიჯის შესაქმნელად და პურის ნაგლეჯის მოსაპოვებლად გარბიან.

ახლა საქმე უკრაინაზე რომ იდგეს, მე ვალერი გაზაევის პროექტს დავუჭერდი მხარს. თუმცა, პოლიტიკური სიტუაცია კიდევ დიდხანს არ მოგვცემს ჩემპიონატების გაერთიანების საშუალებას.

გაერთიანება კი სასურველი იმ შემთხვევაში იქნება, თუ შედეგს მოგვცემს. ამ შედეგის მოცემა შეუძლიათ თუ არა ბელარუსის, აზერბაიჯანისა და
ყაზახეთის გუნდებს, ამაზე პასუხის გასაცემად მზად არ ვარ", - თქვა კავაზაშვილმა.

მკითხველის კომენტარები / 15 /
არააქვს მნიშვნელობა რა გვარია, ესეთი მოღალატეებითაა ქვეყანა სავსე, რუსული პენსიის გამო საკუთარ ქვეყნაას რო აგინებ მაგ საქციელს რა ქვია არ დავწერ კიდე აქ. ვის რაში უნდა ამათი ტურტლიანი დსთ ლიგა, იცხოვრონ 19 საუკუნეში ჩვენ შეგვეშვან.
nedved
01:39 20-12-2019
6
ყავაზაშვილი კი არა კავაზაშვილია შე ყაზაიშვილო!
ანდრო
23:20 19-12-2019
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული