სსრკ-ის ჩემპიონატის ნოსტალგია ადრეც არაერთგზის მოძალებიათ როგორც დიდ რუსეთში, ისე მის მოსაზღვრე სახელმწიფოებში და ერთიანი ჩემპიონატის შექმნაზე მსჯელობაც არაერთგზის გამართულა, თუმცა "გაზპრომის" სიტყვას აშკარად მაინც სხვა ფასი ჰქონია...
და აი, 29 ნოემბერს სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე "გაზპრომის" ინიციატივის მხარდამჭერი განცხადება გააკეთა.
"სომხეთის ფეხბურთის ფედერაცია მხარს უჭერს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნების ერთიანი
ამჟამად თანამეგობრობის ქვეყნების ეროვნულ ჩემპიონატებში მრავლად არიან გუნდები, რომლებმაც აღიარება არამხოლოდ ქვეყნის შიგნით, მსოფლიო მასშტაბითაც მოიპოვეს. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ პოსტსაბჭოთა სივრცის საუკეთესო კლუბების ერთ ჩემპიონატში მოქცევა თანამეგობრობის სახელმწიფოებში ფეხბურთის დონეს არამხოლოდ საკლუბო, ეროვნული ნაკრებების მხრივაც აამაღლებს.
ჩვენ ადრეც გამოვდიოდით ასეთი ინიციატივით და ახლა, როცა ამ იდეის რეალიზაციისთვის ნიადაგი არსებობს, კიდევ უფრო დარწმუნებულნი ვართ, რომ ის დსთ-ის სხვა წევრების ფეხბურთის ფედერაციებისგანაც მიიღებს მხარდაჭერას.
სომხეთის ფეხბურთის ფედერაცია მოუწოდებს მათ აქტიური დიალოგისკენ და თანამშრომლობისკენ, რათა დსთ-ის ქვეყნების საფეხბურთო ჩემპიონატი უახლოეს მომავალში ჩატარდეს", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც championat.com აქვეყნებს.
ცნობისთვის, სხვადასხვა წრეში თემის განხილვისას საუბარი არამხოლოდ დსთ-ის წევრ ქვეყნებს შეეხება და საკითხთან დაკავშირებით რამდენჯერმე საქართველოც ახსენეს.