მეორე თურქულ შეკრებაზე თბილისის "დინამო" ამხანაგურ მატჩში სერბეთის "რადნიკს" დაუზავდა (2:2) და კიდევ 3 სპარინგს გამართავს.
საქართველოს ჩემპიონი 9 თებერვალს ბოსნიის "მლადოსტს", 12 თებერვალს უკრაინის "ოლეკსანდრიას", ხოლო 15 თებერვალს კიევის "დინამოს" დაუპირისპირდება.
ამის შემდეგ "დინამო" თბილისში დაბრუნდება, 23 თებერვალს სუპერთასზე "საბურთალოს" შეხვდება, 29 თებერვალს კი ეროვნული ლიგის მორიგი გათამაშება აიღებს სტარტს და პირველ ტურში დებიუტანტ "თელავს" უმასპინძლებს.