სასიამოვნო სიახლე: "ზესტაფონმა" ეროვნული ლიგისკენ 1 ნაბიჯი გადადგა

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო კომიტეტის ინიციატივით, ეროვნული ჩემპიონატის დებულებაში ცვლილება შევიდა და 2020 წელს ლიგა 4-ში 16 გუნდი იასპარეზებს. მათ შორის საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონიც" იქნება.

2019 წელს რეგიონული ლიგიდან მე-4 ლიგაში დაწინაურების უფლება ვანის "სულორმა" და "ვიტ ჯორჯია 2"-მა მოიპოვეს, ხოლო ხონის "იმერეთი" და მარნეულის "ალგეთი" ლიგიდან გავარდა. თუმცა, ცვლილებების შედეგად, ლიგა 4-ში გუნდების რაოდენობა 10-დან 16-მდე გაიზარდა.

ამ ცვლილების შედეგად,  ლიგა 4 აღარ დატოვეს ხონის "იმერეთმა" და მარნეულის "ალგეთმა" და ამ გუნდებს რეგიონული ლიგის აღმოსავლეთ და დასავლეთ ზედა ჯგუფის
მე-2 და მე-3-ადგილოსნები დაემატნენ. რეგიონული ლიგის დასავლეთ ზედა ჯგუფში მე-2-ზე "ზესტაფონი" გავიდა, მესამეზე - წალენჯიხის "სქური". ხოლო აღმოსავლეთში კი მეორე ადგილი თბილისის "მერანი 2"-მა დაიკავა, მესამეზე კი "ცხინვალი 2" გავიდა. მაგრამ "ცხინვალის" მთავარი გუნდი ლიგა 4-ში დააქვეითეს და ერთი კლუბის ორ გუნდს ერთსა და იმავე ლიგაში თამაშის უფლება არ აქვს. ამ მიზეზით "ცხინვალი 2" მეოთხეადგილოსანმა "დიდუბე 2014"-მა ჩაანაცვლა.

საბოლოოდ, 2020 წელს, ლიგა 4-ს 6 გუნდი დაემატა: "ზეტაფონი", ხონის "იმერეთი", მარნეულის "ალგეთი", წალენჯიხის "სქური", "მერანი 2" და "დიდუბე 2014".

თუმცა აღსანიშნავია ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: ეს 6 გუნდი ფეხბურთის განვითარების ფონდიდან არა ლიგა 4-სთვის გათვალისწინებულ 150 000 ლარს, არამედ რეგიონული ლიგის კლუბისთვის განკუთვნილ 50 000 ლარს მიიღებს.

აღნიშნული 6 კლუბიდან ნებისმიერს (ან ყველას) შეეძლო უარი ეთქვა ლიგა 4-ში გამოსვლაზე და რეგიონულ ლიგაში ეთამაშა, თუმცა, ჯერ-ჯერობით, უარი არცერთ მათგანს არ უთქვამს.

ნამდვილად სასიამოვნო სიახლეა, "ზესტაფონის" ეროვნულ ლიგასთან შორეული, თუმცა მაინც მოახლოება. იმედია, კლუბის ხელმძღვანელი ილია კოკაია საჭირო რესურსებს გამოძებნის და ზესტაფონში დიდ ფეხბურთს დააბრუნებს.


ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 9 /
როგორ მიყვარს ზესტაფონი. ღმერთმა ინებოს, რომ შემდგომი 3 წლის განმავლობაში დაწინაურდება შესაბამისად მესამე, მეორე და ეროვნულ ლიგა ერთშიც იქნება 2024 ში..
ზუზუ
15:11 13-02-2020
0
ზესტაფონი აუცილებლად დაუბრუნდება უმაღლეს ლიგას. სამართალი პურს შეჭამს და კარგ ციცქა-ცოლიკოურსაც დააყოლებს.
გიორგი გორგაძე
17:36 13-02-2020
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული