"საბურთალომ" ესპანურ შეკრებაზე ესპანეთის ქვედალიგურ "ალკოიანოს" 3:1 სძლია.
გოლები გიორგი კოხრეიძემ, გაგი მარგველაშვილმა და გურამ გოშთელიანმა გაიტანეს.
"საბურთალო" (სასტარტო): ლ. კუპატაძე, ლაკვეხელიანი, კაკუბავა, მარგველაშვილი, ტაბატაძე, ცნობილაძე, ალთუნაშვილი, ბელიაევი, კოხრეიძე, ლომუ, გაბედავა
შეცვლაზე შევიდნენ: დ. კუპატაძე (მეგრელიშვილი), გრიგალაშვილი, ბლიკი, ჟარდელ ნაზარე, ჭიჭინაძე, მაჭარაშვილი, ყენია, ჭანტურია, ქავთარაძე
"საბურთალო" აქამდე შეკრებაზე ავსტრიის "ადმირასთან" 1:2 და რუსეთის "ზენიტთან" 0:4 დამარცხდა, ხვალ, 14 თებერვალს კი საქართველოში დაბრუნდება და თბილისის "დინამოსთან" სუპერთასის შეხვედრისთვის განაგრძობს მზადებას, რომელიც 23 თებერვალს, თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე ჩატარდება.