"საბურთალომ" თბილისის "დინამოს" მოუგო და სუპერთასს დაეუფლა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
23 თებერვალს, საქართველოს სუპერთასზე თასის მფლობელმა "საბურთალომ" ჩემპიონი თბილისის "დინამო" 1:0 დაამარცხა.

მატჩი დიდად სანახაობრივი ნამდვილად არ იყო. პირველ ტაიმში ორივე გუნდს ჰქონდა მომენტები, გოლი კი "საბურთალომ" გაიტანა. მე-14 წუთზე ლოჩოშვილმა საკუთარ საჯარიმოში გაბედავასთან ბრძოლაში თამაშის წესი დაარღვია და პენალტი კოხრეიძემ გამოიყენა.

მეორე ტაიმში "დინამოს" თამაშის გადასარჩენად აქტიურობა მართებდა, მაგრამ იერიშების ორგანიზებას ვერ ახერხებდა. ტემპიც დაეცა, რაც "საბურთალოს" აძლევდა ხელს. "დინამოს" მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა ცვლილებებით სცადა ვითარების შეცვლა, თუმცა ამანაც არ გამოიღო შედეგი.

"საბურთალომ" დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა და პირველად დაეუფლა
სუპერთასს.

თბილისი. "მიხეილ მესხი 2"
დინამო (თბ) - საბურთალო 1:0
გოლი: კოხრეიძე (14, პენ)

დინამო (თბ): კვასხვაძე, ტრუბოჩკინი (იაშვილი 46), ბენიო, ლოჩოშვილი, კობოური, პაპავა, ბუღრიძე (ახვლედიანი 66), ქარდავა, ნინუა (კუცია 74), კუხიანიძე, ორშულა

საბურთალო: ლ. კუპატაძე, ლაკვეხელიანი, კაკუბავა, მარგველაშვილი, ტაბატაძე, ალთუნაშვილი (ცნობილაძე 82), ტერა, გოშთელიანი (ყენია 70), კოხრეიძე (ჭიჭინაძე 90+4), ლუმუ, გაბედავა
მკითხველის კომენტარები / 24 /
ძალიან უსახური თამაში იყო ორივე გუნდის მხრიდან. საბურთალოც ვეღარ თამაშობს იმ ფეხბურთს, რასაც ჭიაბრიშვილის დროს თამაშობდა. დინამო ხო საერთოდ სამოყვარულო გუნდს გავს, ეს რა იყო? ნინუა 1 მილიონი ევრო ღირსო, ,,მარტო'' უნდა იგებდეს თამაშებს, თუმცა ძალიან დაბალ დონეზე ითამაშა, არა მარტო დღეს, ამხანაგურებშიც რასაც ვუყურე, ძალიან სუსტია. იმედია ქართული სენით არ დაავადდა ეგეც. დინამოს შველა უნდა, საშინელ დღეშია. ჩისკოს დინამო 10 თავით ჯობდა მინიმუმ
სხვა რაკურსი
23 თებერვალი 2020 20:59
0
ვააა, ჯაჯანიძესთან ერთად?!...
buba
24 თებერვალი 2020 00:04
0
ეხ ფიფია ფიფია რომ გაბოლებენ დავიჯერო ვერ ხვდები?ის ხალხი ვინც ვიღაცა ახვლედიანი რომ მოიყვანა,ვინც ბუღრიძე მოიყვანა,ვინც ლოჩოშვილის დაბრუნება გირჩია,მოიყვანე ერთი უცხოელი სელექციონერი და ნახავ ყველაფერი როგორ დალაგდება,ამ ხლხს მესამე ლიგაშიც არ ათამაშებს არავინ,რა მიზნები უნდა ქონდეს დინამოს ამ ხალხით,
jiji
24 თებერვალი 2020 11:00
1
ნუ, საყურებლად სვარკა რო იყო ორი აზრი არ არსებობს ! მე ის მადარდებს , რომ თუკი გორის დილას, ბათუმს, საბურთალოს და კიდე სხვებს შეუძლიათ ნორმალურიი ლეგიონერის დამატება, მაშინ რატო არ შეუძლია ფიფიას იგივეს გაკეთებაა? წავიდეს რა ეგ კაცი დინამოდან და ჩაიბაროს მეორე ან მესამე ლიგის გუნდი! მე მიკვირს ვოვა გუცაევი , რატო არ სვამს თავის გადაცემაში კითხვას? რატომ არის დინამო ასეთ ცუდ დღეში? და რატომ არის მთელი ცხოვრება ევროტურნირების მიღმა?
Vasili
24 თებერვალი 2020 04:06
0
ეს ახვლედიანი ვინ არის? სად თამაშობდა? დინამოში რომ თამაშობ მინიმუმ უნდა იცოდე ბურთი რომ მრგვალია,
jiji
23 თებერვალი 2020 21:19
2
ძალიან ბედნიერი ვარ დინამოს. ასეთი შედეგბით. სულ ასე ევლოს ყველა. ქართულ. გუნდთან
macbook pro
23 თებერვალი 2020 19:19
11
დინამოს გულშემატკივარი მგონი არ ყავს, მგონი კი არა არ ყავს. აბა რითი შეიძლება აიხსნას ის ფაქტი რომ წლიდან წლამდე გუნის მეპატრონე კლავს დინამოს და ამ საიტის გარეთ ხმა არავის ამოუღია. (ვეტერანები ხო საერთოდ ამაზრზენად იქცევიან ლიჟბი ალაფურშეტი აჭამოს ყოველ საშიანაო მატჩზე ფიფიამ და ხმას არ ამოიღებენ სულ რო რავი...) ქუთაისს რო გაუჭირდა მთელი ქალაქი გვერდით დაუდგა დინამოს მდგომარეობა ბევრად უკეთესი არ გეგონოთ (უბრალოდ არსებობს) და თბილისში ნუთუ 3-5 ათასი კაცი არ არსებობს დინამო რო ადარდებდეს? გავიდეთ გარეთ ბაზასთან, ფიფიას სახლთან ყველგან სადაც საჭიროა და გავაგებინოთ ამ სირს რომ უნდა წავიდეს დინამოდან. გაყიდოს იმ ფასად რა ფასადაც იყიდა (1ლარი) და ის აკადემია დაიტოვოს იქ გაზრდილი კარგი ფეხბურთელები მაინც არ ადგება დინამოს ყველას 18-19 წლის ასაკში ყიდის და დინამო უბრალოდ ფონათ არსებობს. წელსაც ყველამ კარგად ვიცით ევრო ასპარეზობა რითიც დამთავრდება და როდემდე უნდა ვიფხანოთ ერთი ადგილი? წარმოიდგინეთ რა მოუვიდოდა იმ გუნდის პრეზიდენტს ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში რომელიც ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან გუნდს ასეთ დღეში ამყოფებდა?
გიორგი
24 თებერვალი 2020 10:40
0
ქეცბაიას ფანი ნამდვილად არ ვარ, მაგრამ გახსოვთ ქეცბაიას ძალიან მწვავე გამოსვლა წლების წინ რომელიღაც სასტუმროში იყო ქართულ ფეხბურთში არსებულ საკითხებთან დაკავშირებით, საფეხბურთო სამყაროს და ვეტერანებს რომ მიმართავს "ქართულ ფეხბურთს სტადიონებს რომ ართმევდნენ სად იყავითო და ა.შ."? და ახლაც სად არიან დინამოს და ქართული ფეხბურთის პატივცემული, ღვაწლმოსილი და ავტორიტეტული ვეტერანები, რატომ არ იღებენ ხმას იმასთან დაკავშირებით რაც წლებია უკვე ქართული ფეხბურთის ფლაგმანი გუნდის თავს ხდება რატომ არიან ჩუმად, რა სულერთია? დინამო ასეთი უსახური და დაუძლურებული რომ არის წლებია უკვე?
!!!!!
24 თებერვალი 2020 11:58
0
ფიფია ს.ა.ზ.ღ.ა.რ.ო. აეთრიე დინამოდან
wbc
24 თებერვალი 2020 10:47
0
გაბედავა მარგველაშვილი რა ცნობილაძე და ეს მეკარეები რო გაუშვან და 1 მცველი და 1 თავდამსხმელი ეგრევე დაადებდა ევროპა ლიგას
Jeyjey
23 თებერვალი 2020 19:13
5
უფრო კარგ სუპერ თასის ფინალს ველოდი, გუნდებს შეთამაშება სჭირდებათ!!
ჩემი აზრით გაბედავა იყო დღეს საიკეთესო...
ლევანიიი
23 თებერვალი 2020 21:16
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული