გია ცეცაძე: მეორე მოსაგები მატჩი ვერ მოვიგეთ

AutoSharing Option
უკრაინის ჩემპიონატზე "ვორსკლასთან" ნამატჩევს (2:2) "ლვოვის" მწვრთნელმა გია ცეცაძემ პროგრამა "залишайсяз Футболом"-ს შემდეგი განუცხადა:

"მინდა მეტოქე შევაქო: ახალგაზრდა ბიჭები თამაშობდნენ, ჩანს, რომ უკრაინაში ფეხბურთს მომავალი აქვს. მინდა ვთქვა, რომ ეს მეორე შეხვედრაა, რომელიც უნდა მოგვეგო, მაგრამ სამწუხაროდ ვერ შევძელით.

მეტოქე არ დავაფასეთ? არა, არა მგონია! თამაშს გავაანალიზებთ, რის შემდეგაც ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხის გაცემა იქნება შესაძლებელი.

ფეხბურთი გუნდური თამაშია. თუ რაღაც გამოდის, გუნდის დამსახურებაა. თუ არ გამოდის, ესეც გუნდის "დამსახურებაა", ჩემი ჩათვლით, რა თქმა უნდა".

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული