დღეს, 10 აგვისტოს, გაიმართა ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა და გაირკვა, თუ რომელი გუნდი იქნება თბილისის "დინამოს" მეტოქე მეორე რაუნდში გასვლის შემთხვევაში.
კენჭისყრის შედეგად თბილისის "დინამოსა" და "ტირანას" შორის გამარჯვებულის მეტოქე ბელგრადის "ცრვენა ზვეზდასა" და გიბრალტარულ "ევროპას" შორის მოგებული იქნება.
ალბათ, წინასწარვე შეიძლება იმის თქმა, რომ საქართველოს ჩემპიონის მეტოქე ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე წრეში გასვლის შემთხვევაში "ცრვენა ზვეზდა" იქნება.
აღსანიშნავი გახლავთ ის, რომ თბილისური კლუბი გასვლის შემთხვევაში მეორე ეტაპის მატჩსაც საქართველოში ჩაატარებს.
უნდა ებრძოლოს რა მითუმეტეს რომელი წელი იყო აღარ მახსოვს 2-0 გვაქ მოგებული მაგათთან, გასვლაზე შევირცხვინეთ თავი. არ არი კატასტროფული ვარიანტი , ყოველშემთხვევაში 2 ეტაპზე ადვილ მეტოქეს აღარ უნდა ელოდო