თბილისის "დინამოსთან" ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრის წინ "ტირანას" მწვრთნელმა ემანუელ ეგბომ პრესკონფერენციაზე საკმაოდ თავშეკავებულად ისაუბრა.
"დინამოსთვის" საკუთარ მოედანზე თამაში უპირატესობაა. ჩემი გუნდი გამარჯვებისთვის ყველაფერს გააკეთებს.
ჩვენი კლუბის პრეზიდენტის ნათქვამი არასწორად გაიგეს. მან თქვა, რომ შეიძლებოდა უფრო გამოცდილი გუნდი შეგვხვედროდა და ამიტომ გაუხარდა "დინამოსთან" დაპირისპირება.
აქ 17 წლის წინ ვითამაშე. თქვენთან ფეხბურთის დონეც ამაღლდა და ქვეყანამაც წინ წაიწია. კარგ და აგრესიულ გუნდს შევხვდებით. ჩვენ მზად ვართ. თქვენთან სეზონი მიმდინარეობს და ეს მცირედი უპირატესობაა. შანსები, ალბათ, 50/50-ზეა".

თბილისის "დინამოსა" და
"ტირანას" შეხვედრა "დინამო არენაზე" 19 აგვისტოს, 21:00 საათზე დაიწყება.